როგორ გავრეცხოთ ბალიში სარეცხ მანქანაში


ჯერ კიდევ ვერ ბედავთ ბალიშის სარეცხის მანქანში გარეცხვას? გვერწმუნეთ, თუ გარვეულ წესებს დაემორჩილებით და ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს ბალიშს არაფერი დაემუქრება.
საერთოდ რატომ უნდა გავრეცხოთ ბალიში? იმიტომ რომ, რომ ჭუჭყიანდება არა მხოლოდ ბალიშის პირი, შიგთავსში ასევე გროვდება ბაქტერიები, ცხიმის კვალი და მტვრის ტკიპები. ასევე, თუ ხშირად იძინებთ სველი თმით, შესაძლოა ბალიშის სიღრმეშიც ობიც კი გაჩნდეს.
წელიწადში ორჯერ ან ყოველ 12 თვეში ერთხელ მაინც უნდა დაუთმოთ დრო ბალიშის ხელით ან სარეცხი მანქანით რეცხვას, ეს ჰიგიენური ღონისძიება შეამცირებს ალერგიული რეაქციების და კანის
სხვა პრობლემების ალბათობას.

რეცხვის წესები:
1. შეამოწმეთ ეტიკეტი .
2. ბალიში დოლურაში ისე ვუნდა მოათავსოთ, რომ მისი თითქმის მთელი სივრცე შეივსოს. თუ ბალიში დიდია, რეცხავთ ცალკე, უფრო კომპაქტურს კი წყვილ-წყვილად. შეგიძლიათ ბალიშები მოათავსოთ სპეციალურ სარეცხ ჩანთაში - ეს დაიცავს მათ დაზიანებისგან.
3. უნდა გამოიყენოთ სარეცხი გელი ან კაფსულა: მშრალი ფხვნილებში ძნელად ირეცხება და მათი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ბალიშის პირის გარეცხვის შემთხვევაში.
4. აირჩიეთ დელიკატური რეჟიმი: წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 40 გრადუსზე მაღალი, სასურველია 30. ბრუნი მინიმალური .
ჩართეთ დამატებითი გავლება.


5. თუ თქვენ გაქვთ საშრობი მანქანა, ჩააგდეთ რამდენიმე ჩოგბურთის ბურთი, ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ბალიშის შიგთავსი არ აიბურდოს. თუ საშრობი არ არის, მოათავსეთ ბალიში კარგად ვენტილირებადი მშრალ ადგილას, მაგრამ არა რადიატორზე.
6. პერიოდულად შეანჯღრიეთ ბალიში ისე, რომ შიგთავსი თანაბრად გადანაწილდეს.
7. მატყლით დამზადებული ბალიშების გარეცხვა შესაძლებელია სარეცხის მანქანაში, მაგრამ მნიშვნელოვანია დაიცვას მთელი რიგი წესები.
8. ბუმბულის ბალიშები არ გარეცხოთ 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე და შეიძინეთ სარეცხი გელი ლანოლინის შემადგენლობით. 9. დარწმუნდით, რომ ყველა ნაკერი მჭიდროა, რათა ბუმბული არ მოხვდეს სარეცხ მანქანაში.
9. სინთეტიკა, როგორიცაა პოლიესტერი, ჰოლოფიბერი და პოლისტიროლის ბურთულები, ყველაზე ადვილად ირეცხება და ასეთი ბალიშებს პრობლემა რეცხვის დროს ნაკლებად ექმნება,

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები