დღის რომელ მონაკვეთში სჯობს ფანჯრების წმენდა - რას გვირჩევენ ექსპერტები


გენერალური დასუფთავების ერთ-ერთი ეტაპია ფანჯრების რეცხვა/წმენდა, რომელსაც ბევრი დიასახლისი აუცილებლად დაასახელებს ყველაზე ნაკლებად საყვარელ საქმიანობად. ეს რთული საქმეა, რადგან თქვენ უნდა gგაასუფთაოთ ფანჯრის ყველა კუთხე ქუჩის მტვრისგან და სხვა მრავალი დაბინძურებისგან. გარდა იმისა, რომ ეს საკამოდ რთული პროცესია, სახიფათოც არის.
ხშირად ხანგრძლივი წმენის შემდეგაც ფანჯრებზე ლაქები მაინც რჩება, მაგრამ დასუფთავების ბრიტანელი ექსპერტი და ბლოგერი დანიელი გვიზიარებს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები.

პირველ რიგში ეცადეთ, მაქსიმალურად ბოლომდე გააღოთ ფანჯარა ან ისე, რომ ფანჯრიდან გადაწევა ძალიან არ დაგჭირდეთ.
მეორე, შეარჩიეთ საწმენდი
მოწყობილობა. სპეციალური ღრუბლები გრძელი სახელურებით, რომლებიც საშუალებას გაძლევთ ფანჯრიდან არ გადაიხროთ, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო უსაფრთხოს ხდის დასუფთავებას.
მეორე მნიშვნელოვანი მოწყობილობა არის წყლის დისტილატორი. მისი სილიკონის წვერი საშუალებას გაძლევთ მოაშოროთ საწმენდი ხსნარი ფანჯარას და ასევე არ ტოვებს ზოლებს. სხვათა შორის, ეს მოწყობილობა კარგია საშხაპე კაბინისთვისაც- მას იყენებენ კედლებიდან წყლის მოსაშორებლად, რათა არ გაჩნდეს ობი.
და მესამე რჩევა არის ფანჯრების წმენა დღის სწორ მონაკვეთში. კერძოდ, დილით ადრე ან შუადღისას, 15:00 საათის შემდეგ. ფაქტია, რომ როდესაც ფანჯრებს მზეში ვწმენდთ, საწმენდი სითხე ძალიან სწრაფად შრება და ზედაპირზე ლაქებს ტოვებს. როცა მზე სუსტად ანათებს, გვაქვს დრო, რომ საპნის ხსნარი საფუძვლიანად ჩამოვწმინდოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები