შეცდომები ინტერიერში, რომლებიც სახლის დალაგებას ჯოჯოხეთად გიქცევთ


თუ დროის დეფიციტი გაქვთ მოერიდეთ ინტერიერში ამ გადაწყვეტილებებს

თანამედროვე სამყაროში უმარავი დახვეწილი ნივთია ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ ბინის ინტერიერი ორიგინალური გახადოთ, თუმცა, ჩვენ გირჩევთ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად პრაქტიკული იქნება ესა თუ ის ნივთი და ხელს ხომ არ შეგიშლით თუნდაც სახლის დასუფათავების პროცესში.

ბევრი ღია ზედაპირი

მშვენიერია, რა თქმა უნდა, ოღონდ მხოლოდ თავიდან - როცა ლამაზ დეკორატიულ ნივთს ღია თაროზე დადებ, თუმცა ძალიან სწრაფად თაროები გადაივსება და მათზე არსებული ყველა ნივთი დამტვერიანდება. გარდაუვალი იქნება ამ ნივთებისა და თაროების წმენდა.
გირჩევთ გამოიყენეთ უჯრის ორგანიზატორები, რომელთა წყალობით ყოველთვის გეცოდინებათ სად და რა გაქვთ და არ მოგიწევთ დიდი დროის დახარჯვა ზედაპირების გასაწმენდად.

ფაქტურული ლამინატი

ასეთი იატაკი ლამაზად გამოიყურება, თუმცა ფაქტურულ ზედაპირზე გროვდება ჭუჭყი, რომლის გაწმენდაც არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

პრიალა იატაკი

თუ უპირატესობას ანიჭებთ იატაკის იატაკს ან ფილას პრიალა ზედაპირით, განსაკუთრებით ღია ფერებს, მაშინ მოემზადეთ იმისთვის, რომ ასეთ ზედაპირს სწრაფად დაეტყობა ჭუჭყიანი ლაქები. პრიალა იატაკის არჩევა განსაკუთრებით არაპრაქტიკულია სამზარეულოსთვის. გლოსი ძალიან რთული მოსავლელია- თუ მასზე რაიმე მძიმე დაეცემა, ის მაშინვე გატყდება ან გაიბზარება, გარდა ამისა, პრიალა ზედაპირი ძალიან სრიალაა და ეს საშიშიც კია ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის.

ბევრი რელიეფური ზედაპირი

თუ გაქვთ ჭედური ზედაპირები, აჟურული სახელურები და სხვა "გამაცოცხლებელი" დეტალები, ეს ავტომატურად გაზრდის სახლის დალაგების ხანგრძლივობას.

მაღალბეწვიანი ტექსტილი

ტექსტილი ყოველთვის სიმყუდროვეს ანიჭებს ბინას, მაგრამ თუ მაღალბეწვიანი ხალიჩა გაქვთ, ყოველ ჯერზე მოგიწევთ წვალება მის გასაწმენდად. მაღალი ბეწვი აგროვებს უამრავ მტვერს და არ არის მარტივი მისი მტვერსასრუტით გასუფთავება. ამიტომ უმჯობესია აირჩიოთ ხალიჩები რაც შეიძლება მოკლე ბეწვით, სასურველია გლუვი ზედაპირით.



ბევრი შავი ფერი

ზოგისთვის შავი ფერი ინტერიერში ელეგანტური, ლაკონური გადაწყვეტილებაა, თუმცა, ამ შემთხვევაში მუდმივად მტვრის წმენდა მოგიწვეთ. მუქ ზედაპირებზე მტვერი ძალიან შესამჩნევია. ასე რომ, თუ გინდათ, რომ ვიზუალურად მაინც, ოთახი ცოტა ხანს არ საჭიროებდეს დასუფთავებას, მაშინ უმჯობესია უარი თქვათ მკვეთრად მუქ ფერებზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები