მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებსა და მარკეტებში უამრავი საყოფაცხოვრებო ქიმია იყიდება, ნატურალურ პროდუქტები, რომლთაც ჩვენი ბებიები იყენებდენენ, არ იწვევდა ალერგიას და უსაფრთხო იყო, აქტუალობას არ კარგავს.
1. მინის გასაპრიალებლად
გსურთ, რომ მინის ჭურჭელი და ჭიქები ბრწყინავდეს? 1 ლიტრ თბილი წყლისა და 40 მლ ძმრის ნაზავს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი და მცირე რაოდენობით მარილი. ეს ნაზავი სასწაულს ახდენს. უბრალოდ მოათავსეთ მასში ჭურჭელი რამდენიმე წუთით ან გაწმინდეთ ჭიქები ამ ნაზავში დასველებული ღრუბლით.
2. კანალიზაციის სუნის საწინააღმდეგოდ
ნიჟარიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად გამოიყენეთ ახლად
გამოწურული ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. უბრალოდ ჩაასხით წვენი ნიჟარაში, შემდეგ ცოტა ცხელი წყალი და ისიამოვნეთ არომატით თქვენს სამზარეულოში. რა თქმა უნდა, სერიოზულ საცობებს ეს ვერ უშველის, მაგრამ ყოველდღიური დასუფთავებისთვის შესანიშნავი საშუალებაა.
3. ფანჯრებისა და იატაკის გასაწმენდად
ნუ გადააგდებთ ციტრუსის ქერქს - შესანიშნავია მინის, სარკეების და იატაკის საწმენდად. ფორთოხლის, მანდარინის ან ლიმონის ცედრას დაასხით ვაშლის ან ღვინის ძმარი და სურვილისამებრ დაამატეთ თქვენი საყვარელი არომატული მწვანილი, როგორიცაა პიტნა, როზმარინი ან ორეგანო. ნარევი ადუღეთ, არ დაგავიწყდეთ, დროდადრო შეანჯღრიეთ. რამდენიმე კვირის შემდეგ, თქვენი ხელნაკეთი შუშისა და იატაკის საწმენდი მზად არის. გადაწურეთ, ჩაასხით სპრეის ბოთლში და ისიამოვნეთ შედეგით.
4. ცხიმიანი ლაქებისთვის
საცხობი სოდა ცხიმის საწინააღმდეგო შეუცვლელი საშუალებაა. შეურიეთ წყალს პასტის სახით, წაუსვით ლაქას, გააჩერეთ 20 წუთი და შემდეგ უბრალოდ ამორეცხეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საცხობი სოდა ლიმონის წვენთან ერთად.
5. სუფრის ლაქების საწინააღმდეგოდ
სანამ სუფრა ჯერ კიდევ მაგიდაზეა, ლაქებს წაუსვით ლიმონის წვენით შეზავებული სოდა. ამის წყალობით ქსოვილიდან ნებისმიერი ლაქის ამოყვანა გაცილებით ადვილი იქნება.
6. ნიჟარების და სახელურების დეზინფექციისთვის
არ დაგავიწყდეთ რეგულარულად გაუკეთოთ დეზინფექცია ნივთებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვეხებით: სახელურები და ღილაკები საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კონცენტრატორებისა თუ ონკანების. მათზე მავნე მიკრობები აქტიურად მრავლდებიან.
შეგიძლიათ გაანადგუროთ ბაქტერიები სოდით, გაზავებული ძმრით ან 3% წყალბადის ზეჟანგით. ზოგიერთ ეთერზეთს, როგორიცაა ჩაის ხე, ლავანდა და ევკალიპტი, ასევე აქვს ანტიმიკრობული თვისებები, უბრალოდ დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალში ან ძმრის ხსნარში, რათა გააძლიეროს სადეზინფექციო ეფექტი.
7. ტექსტილის გასაახლებლად და სუნის მოსაშორებლად
საცხობი სოდისა და ეთერზეთების ნარევი შესანიშნავია ხალიჩებისა და ქსოვილების გასაახლებლად. 1 ჭიქა საცხობი სოდა და 10-15 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ ერთმანეთს, ნარევი კარგად აურიეთ წყლის დამატების გარეშე. მშრალი ნაზავი თანაბრად გაანაწილეთ ხალიჩის ან ტექსტილის ზედაპირზე, გააჩერეთ 30 წუთი ან მეტი: ამ დროის განმავლობაში საცხობი სოდა შთანთქავს სუნს, ხოლო ეთერზეთები ქსოვილს სასიამოვნო არომატს შესძენს, ზოგიერთი მათგანი ასევე კლავს მიკრობებს.