ეს ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს - რამდენჯერ რეცხავთ ლოგინის თეთრეულს?


არაფერია უფრო სასიამოვნო, ვიდრე ახალ ლოგინის თეთრეულში ჩაწოლა. მაგრამ რამდენად ხშირად უნდა შეცვალოთ იგი და როგორ უნდა რეცხოთ, რომ უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ სისუფთავე?
ჩვენი ლოგინი ყოველდღიურად აგროვებს დიდი რაოდენობით ჭუჭყს და მტვერს, ძირითადი დამაბინძურებლები ჩვენი ორგანიზმიდან მოდის: ადამიანი ყოველდღიურად დაახლოებით შვიდ საათს ატარებს საწოლში და ამ დროის განმავლობაში მის სხეულს აქვს დრო ოფლიანობისა და სხვა სეკრეციის გამომუშავებისთვის. ამიტომ, თეთრეულის რეცხვის საკითხი ყოველთვის აქტუალურია. ჩვენ გეტყვით, რამდენად ხშირად უნდა გააკეთოთ ეს და რა წესები უნდა დაიცვათ.

ლოგინის თეთრეული ყოველ შვიდ დღეში
უნდა გამოცვალოთ, რადგან ამ დროის მანძილზე მასზე დიდი რაოდენობით ჭუჭყი და ბაქტერია ახერხებს დაგროვებას.
ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თქვენი ინდივიდუალური მახასიათებლები. მაგალითად, ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანების ან შინაურ ცხოველის პატრონის საწოლზე წოლის შემთხვევაში თეთრეულის გამოცვლა 5 დღეში ერთხელ უნდა ხდებოდეს. და პირიქით: თუ ყოველ ღამეს არ ატარებთ საწოლში, თეთრეული, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს იმ დღეების გათვალისწინებით, როცა სახლში ხართ.
თუ არ გაქვთ შესაძლებლობა ან სურვილი შეცვალოთ თეთრეული მითითებულ ინტერვალებში, გამოცვალეთ მხოლოდ ზეწარი, ფაქტია, რომ ის ჩვენს სხეულთან უფრო ხშირად შედის კონტაქტში, ვიდრე საბანი, ამიტომ ამ უკანასკნელის გარეცხვა შესაძლებელია ორ კვირაში ერთხელ.
და იმისათვის, რომ თქვენი ლოგინი ნაკლებად დაბინძურდეს, დაიცავით რამდენიმე წესი:
ჩამოიბანეთ მაკიაჟი ძილის წინ. ეს პუნქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კანის სილამაზისთვის, არამედ ბალიშების სისუფთავისთვისაც. ამ უკანასკნელთან თქვენს სახეს მუდმივი კონტაქტი აქვს ძილის დროს. ეს წესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს დერმატოლოგიური პრობლემები ან კანის მომატებული მგრძნობელობა.

მიიღეთ შხაპი ძილის წინ. ძილის დროს ჩვენი კანი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ოფლს და ძილის წინ შხაპის მიღებისას მინიმუმამდე ამცირებთ ჭუჭყს თქვენს ლოგინში. ამ შემთხვევაში თეთრეული მხოლოდ ღამის სეკრეციას აწყდება, ხოლო ის, რაც დღის განმავლობაში იყო, უკვე თქვენ მიერ არის ჩამორეცხილი.
ეცადეთ, რომ შინაურმა ცხოველმა თქვენს ლოგინში არ დაიძინოს. ცხოველები არც ისე სუფთები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან დიდი რაოდენობით დაბინძურება იატაკიდან, პირადი ტუალეტიდან და ქუჩიდან გროვდება მათ თათებსა და ბეწვზე. გარდა ამისა, ისინი, ისევე როგორც ჩვენ, ოფლიანობენ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, შხაპს ყოველდღე არ იღებენ. ამიტომ, გირჩევთ, ცალკე დასაძინებელი ადგილი მოუწყოთ.
ყველა სახის თეთრეული 60 გრადუსზე ირეცხება "ბამბის" რეჟიმზე.
თუ ქსოვილი აბრეშუმი, ბამბუკი და სხვაა, შეამცირეთ ტემპერატურა.

თუ დაიცავთ ყოველ კვირას რეცხვის წესს და, გარდა ამისა, არ დაიძინებთ შხაპის მიღების გარეშე, მაშინ არ დაგჭირდებათ თეთრეულის მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა.
ბევრი ჩვენგანი რეცხავს საწოლს საცვლებთან და პირსახოცებთან ერთად. თუმცა, თუ გსურთ შეინარჩუნოთ თქვენი თეთრეული სუფთა, გირჩევთ გარეცხოთ ცალკე.
მნიშვნელოვანია სწორი სარეცხი საშუალებების შერჩევა. ყოველთვის გამოიყენეთ კონდიციონერი, რომელიც ანიჭებს ქსოვილებს სასიამოვნო სურნელს და არბილებს.  არ დაგავიწყდეთ, რომ ფხვნილი ნაკლებად ეფექტური სარეცხი საშუალებაა, ვიდრე კაფსულები ან გელები.

კომენტარის დამატება