გენერალური დალაგება ყოველთვის დიდ დროს მოითხოვს. ხანდახან სახლის მოწესრიგებას მთელი შაბათ-კვირა სჭირდება. არადა, სამწუხაროა კიდეც ამაზე რესურსების ფლანგვა. ამხელა მსხვერპლის გაღება აღარ მოგვიწევს, თუ სახლის ექსპრეს დასუფთავებას ყოველ მეორე დღეს გააკეთებთ, მაშინ შაბათ-კვირას გენერალური დალაგების საჭიროება უბრალოდ, გაქრება.
ბუნებით პედანტი გერმანელები კარგად ერკვევიან ამაში. მათთან ყველაფერი ყოველთვის მოწესრიგებულია, სახლი ყოველთვის დალაგებულია. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი ამას.
მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი
საუბარია აქეთ-იქით მიყრილ ნივთებზე. მანიკურის ნაკრები, სამკაულები, ტანსაცმელი სამებზე, ჭიქები მაგიდაზე, დოკუმენტები და სხვა ნივთები. ამ ყველაფრის დაბინავება კარადებში სივრცეს ბევრად
საუბარია კონკრეტულად ისეთ ნივთებზე, რომლებიც აფუჭებს ღია სივრცეებს - კარადებს, კომოდებს, თაროებს. ეს მთელ სახლს მოუწესრიგებლობის ეფექტს აძლევს. ამიტომ, რამდენიმე დღეში ერთხელ თქვენ უნდა მოიაროთ თითოეული ოთახი და დააბინავოთ ნივთები.
მოიშორეთ ჭუჭყიანი ჭურჭელი
გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში არც ერთ სამზარეულოს არ უხდება. იდეალური ვარიანტია ჭურჭლის გარეცხვა ჭამის შემდეგვე. თუ მოხდა ისე, რომ გასარეცხი ჭურჭელი დაგიგროვდათ და გერცხვას ვერ ასწრებთ, სტუმრები კარს მოგადგნენ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გერმანელი ქალების ლაიფ ჰაკი.
ასეთ შემთხვევებში ისინი, როგორც წესი, მალავენ ჭუჭყიან ჭურჭელს ღუმელის ქვეშ არსებულ განყოფილებაში. ბუნებრივია, მხოლოდ იმ პერიოდში, სანამ სახლში სტუმრები არიან. სტუმრების წასვლის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, რეცხავენ ყველაფერს.
გაწმინდეთ ნიჟარა და სარკე
არა მხოლოდ სამზარეულო, არამედ აბაზანაც უნდა გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად. სტუმრებმა შესაძლოა სულაც არ მიიღონ შხაპი, მაგრამ აუცილებლად დაიბანენ ხელებს. ამ ტერიტორიის საერთო იერსახე ჩვეულებრივ განისაზღვრება ნიჟარის და სარკის სისუფთავით. არ არის რთული ამ ადგილების კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაწმენდა თუნდაც ჩვეულებრივი ქსოვილით. ეს არის ზუსტად ის, რასაც გერმანელები აკეთებენ.
თავის მოვლის საშუალებებს და დეკორატიულ კოსმეტიკას ისინი ღია ზედაპირებზე არასდროს ინახავენ. როგორც წესი, ეს აფუჭებს საერთო ფონს.
მოიშორეთ უსიამოვნო სუნის წყაროები
ჩვეულებრივ, არც თუ ისე სასიამოვნო არომატი მოდის ნაგვის ურნადან და ტრაპიდან. ამიტომ, სტუმრების მოსვლამდე უმჯობესია გადაყაროთ ნაგავი, ასევე აბაზანაში და სამზარეულოში სანიაღვრეები შეავსოთ სპეციალური პროდუქტით. თუ ბინაში ცხოველები არიან, უმჯობესია მათი ყუთიც გაასუფთაოთ, შეგიძლიათ ბინა განიავოთ და სასიამოვნო არომატის დასამატებლად გამოიყენოთ დიფუზორი.
აალაგეთ საწოლი
ზოგადად, ამ პუნქტით უნდა დაგვეწყო, მაგრამ ამით დავამთავრებთ. სახლში დივანი და საწოლი უნდა იყოს ალაგებული, გასწორებული . არა მხოლოდ ოთახის სისუფთავის, არამედ ჰიგიენის გამო. გამოიყენეთ ლამაზი პლედები და გადასაფარებლები, ისეთი, რომელიც თქვნს ინტერიერს მოუხდება.