გაყინული ხილ-ბოსტნეული საკმაოდ აქტუალურია ზამთარში. რაკი თანამედროვე მაცივრებს აქვს კარგი ფუნქციები, ბევრი სარგებლობს ამით და ზაფხულში აქტიურად ყინავს ხილ-ბოსტნეულს. თადარიგი ახლავე უნდა დაიჭიროთ, ხოლო როგორ გაყინოთ ესა თუ ის პროდუქტი სწორად, ჩვენ გასწავლით.
1. ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, რომელიც უნდა გაყინოთ, უნდა იყოს მწიფე. არ უნდა ჰქონდეს ნახეთქი, დეფექტი, ლაქები.
2. სანამ პროდუქტს გაყინავთ, კარგად გარეცხეთ და შეამშრალეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნესტი ყინულად გადაიქცევა და გაყინული პროდუქტი ერთმანეთს "შეეწებება".
3. ნუ გაიყინავთ ბოსტნეულს, რომელსაც ცოცხალი სახითაც შეინახავთ. ასეთებია: სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო. უმჯობესია,
4. თუ ბროკოლის ან ყვავილოვანი კომბოსტოს გაყინვა გაქვთ გადაწყვეტილი, ყვავილებად დააქუცმაცეთ. ხოლო ყაბაყი როლებად დაჭერით.
5. გასაყინად გამოგადგებათ უბრალო პოლიეთილენის პაკეტები ან "ზიპიანი" პაკეტები.
6. პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეთ იმ რაოდენობის პროდუქტი, რომელსაც ერთ ჯერზე გამოიყენებთ. არ შეიძლება პროდუქტი გაყინოთ, გაალღვოთ და ისევ გაყინოთ. პროდუქტის პოლიეთილენში მოთავსების შემდეგ ეცადეთ იქიდან მაქსიმალურად გამოდევნოთ ჰაერი.
7. ყველა პაკეტს, საყინულეში შენახვამდე, მარკერით დააწერეთ ან მიაწებეთ წარწერიანი ქაღალდი, რა არის, როდის შეინახეთ და ა.შ.