როგორ გავასუფთავოთ კლავიატურა და სხვა ძნელად მისაწვდომი ადგილები

სახლში არის ისეთი ადგილები, რომლამდე მიღწევაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ და ამ ნივთების დასუფთავებაზე უარი უნდა ვთქვათ.

ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმე ერთი შეხედვით რთულ სიტუაციას, რომლიდან გამოსავალსაც კბილის ჯაგრისი შემოგვთავაზებს.

1. კომპიუტერის კლავიატურა ერთ-ერთი რთულად გასაწმენდი ნივთია, თუმცა თუ ძველ ან საგანგებოდ ამ საქმეებისთვის ნაყიდ კბილის ჯაგრისს დავიხმართ, ამ პრობლემას საკმაოდ მარტივად და ეფექტურად მოვაგვარებთ - ის ცოცხივით დაგვის კლავიატურას და ძალიან კარგად მოაშორებს მას ზედმეტ მტვერს.



2. ბოსტნეულის სახეხის ღრუბლით გარეცხვა არც ისე მარტივია, კბილის

ჯაგრისით კი საქმეს იოლად გაუძღვებით



3. თმის ფენმა მოულოდნელად შეიძლება გიმტყუნოთ მასში დაგროვილი მტვრისა და თმების გამო. ეცადეთ ეს ნივთიც ჯაგრისით გაასუფთავოთ ხოლმე.



4. ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის წებოვანა ძალიან მარტივად იკრავს ათას ნაგავსა და ძაფებს. პერიოდულად გაწმინდეთ ხოლმე ის კბილის ჯაგრისით



5. სცადეთ და თქვენი გაზქურა ასე გაასუფთავეთ



6. ობი საკმაოდ რთულად მოსაშორებელი რამ არის, ის ღრმად ჯდება ხოლმე ნაპრალებს შორის, ჰოდა, კბილის ჯაგრისი და სახეხი ფხვნილი ან სოდა ამ შემთხვევისთვის განუმეორებელი საშუალებაა.



7. წყლის ნიჟარაც ძალიან კარგად იწმინდება კბილის ჯაგრისით



8. აბა სცადეთ და თქვენი ონკანი ამ მეთოდით გაასუფთავეთ



9. მაცივრის, საფქვავის პატარ-პატარა აქსესაურები ყოველთვის იდეალურად სუფთა იქნება, თუ პერიოდულად მათ კბილის ჯაგრისით დაამუშავებთ.



საინტერესოა არა, ალბათ არც კი იცოდით, რომ კბილის ჯაგრისის სახით სახლში უნივერსალური დამხმარე გყოლიათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები