პურის გამოყენების ცოტა უცნაური ხერხები

ნამდვილი კულინარებისთვის სრულყოფილების ზღვარი არ არსებობს, ისინი ყოველთვის რაღაც ახალს იგონებენ. აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ პურს, გარდა მისი პირდაპირი დანიშნულებისა, კიდევ სხვა ბევრი ფუნქცია შეიძლება დავაკისროთ. ალბათ ბევრ თქვენგანს არც მოსვლია აზრად, რომ გარდა იმისა, რომ პური ძალიან გემრიელი და ჩვენი საყვარელი საჭმელია, სამზარეულოში ძალიან კარგი დამხმარეც შეიძლება იყოს.

გაინტერესებთ ალბათ, რას ვგულისხმობთ. ჰოდა, მოგახსენებთ.

1. ხახვის დაჭრის დროს კბილებში პურის ნაჭერს თუ მოითავსებთ, ცრემლები ნამდვილად აღარ შეგაწუხებთ და სადილს ტირილის გარეშე მოამზადებთ.



2. ახალ მოხარშულ ცხელ სიმინდს პურის ნაჭრით ძალიან

მარტივად წაუსვამთ ნაღების კარაქს, ისე, რომ ხელები არ დაგეწვებათ და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს პურის ნაჭერი ამ პროცედურის შემდეგ ძალიან გემრიელია.



3. თქვენი სადღესასწაულო ტორტი ახალივით შეინახება დაჭრის შემდეგაც კი, თუ მაცივარში მოთავსებამდე ჩამოჭრილ ნაპირებზე ჩვეულებრივ პურის ნაჭრებს მიამაგრებთ.



4. თუ ხარშვის დროს ბრინჯი ცოტათი მიგეწვათ, მოათავსეთ ქვაბში პურის ნაჭრები, დაახურეთ სახურავი და რამდენიმე (15) წუთში თქვენს ბრინჯს დამწვრის გემო და სუნი გაუქრება.



5. პურის ნაჭერი ძალიან კარგი საშუალებაა ყავის საფქვავის გასაწმენდად, შაქრის პუდრის ან ყავის დაფქვის შემდეგ.



6. ტოსტის პური იდეალურად ისრუტავს ზედმეტ ცხიმს.



7. მინის ჭურჭელში მოთავსებულმა შაქარმა, ზეფირმა, შაქარლამამ კარგად რომ შეინარჩუნოს პირვანდელი სახე, თავზე პურის ნაჭერი დაადეთ. ასე მათ იდეალურად შეინახავთ და ახალივით იქნება.



8. ბევრი სალათის გაკეთების დროს ვიყენებთ ნაყიდ ორცხობილას ("სუხარს"). ჩვენ კი გირჩევთ, ის სახლში თავად მოამზადოთ. დაჭერით პური კუბებად, მოაყარეთ სასურველი სუნელები, მარილი, დანამეთ ზეითუნის ზეთით და შედგით ღუმელში. თქვენი ცეზარი განუმეორებელი გამოვა.



9. სადილის კეთების დროს აღმოაჩინეთ, რომ არ გაქვთ საფანელი? ნუ დაღონდებით, გაატარეთ პური მშრალ ხორცის საკეპ მანქანაში, მოათავსეთ თუნუქის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. სულ რამდენიმე წუთში თქვენ ძალიან კარგი საფანელი გექნებათ, ისეთი, როგორსაც მაღაზიაში ვერ შეიძენთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები