მარი კონდოს რჩევები გენერალურ დასუფთავებასთან დაკავშირებით

 მოწესრიგებული სახლი მოწესრიგებულ გონებას ნიშნავს


მარი კონდო სახლის დასუფთავების პროფესიონალი კონსულტანტია. ის გახლავთ ავტორი ბესტსელერისა "მაგიური დასუფთავება, სახლისა და ცხოვრების დალაგების იაპონური ხელოვნება".

მარი კონდოს მეთოდი მართლაც მაგიური და უნიკალურია. ადამიანები, რომლიბიცმის რცევებსმიყვებოდნენ, მართლაც გაოცებულები იყვბ\ნენ იმის აღმოჩენით, თუ რამდენი მოუწესრიგებელი რამ ყოფილა მათ სახლსა თუ ცხოვრებაში. მათ აღმოაჩინეს, რომ გარშემო ყავდათ ადამიანები, რომლებიც მათ ყურადღებას და მზრუნველობას არ იმსახურებდნენ და კიდევ ერთხელ გადახედეს მეგობრობის თემას.

დალაგების ხელოვნება

1. თავიდან მოიშორეთ ნივთები, რომლებიც სიამოვნებას არ განიჭებთ
მარი კონდოს თეორიის თანახმად,

ყველა ნივთი ოყოფა ორ კატეგორიად: არსებობს ნივთები, რომელთაც ადამიანისთვის სარგებელი მოაქვთ და არსებობს ნივთები, რომელთა დანახვაც უბრალოდ გვსიამოვნებს და გვახალისებს. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ თავიდან ნივთები, რომლებიც ამ ორიდან არც ერთ კატეგორიას მიეკუთვნება.



2. დაალაგეთ გარკვეული ზონები
მარი დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, არ მივიყვანოთ სიტუაცია იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენი სახლი გენერალურ დასუფთავებას საჭიროებს. გამოცდილი კონსულტანტი გვირჩევს გამოვყოთ დღეში მხოლოდ 20 წუთი და მოვაწესრიგოთ კონკრეტული ზონა. მაგალითად, დღეს შეიძლება მოაწესრიგოთ ფანჯრის რაფები, ხვალ კი კარადებს დაუთმოთ დრო. საქმისადმი ასეთი მიდგომით შედეგად მიიღებთ იმას, რომ არ მოგიწევთ თქვენი დასვენების დღეების გენერალური დასუფთავებისთვის მიძღვნა.



3. ეკონომიურად გამოიყენეთ ადგილი კარადაში
კონსულტანტი გვირჩევს, რომ ნივთები, რომლებიც არ საჭიროებს საკიდზე დაკიდებას, უმჯობესია დახვეული სახით მოათავსოთ არცთუ დიდი ზომის კარადაში.



4. ნივთები საკიდზე ფერისა და ტიპის მიხედვით განალაგეთ
მარი თვლის, რომ ნივთები თავს კარგად ერთმანეთის მსგავსი ნივთების გვერდით გრძნობენ. გოგონა გვირჩევს კარადაში ნივთები მარცხნიდან მარჯვნივ დაკიდოთ, დაიწყეთ ზამთრის და თბილი ტანსაცმლით.



5. უჯრების დალაგებისას აუცილებლად გამოიყენეთ ფუნქციონალური დაყოფის მეთოდი
ასეთი მეთოდით უჯრების დალაგება განაპირობებს იმას, რომ ყველა ნივთს თავისი ზონა ექნება მინიჭებული, რაც თავიდან აგაცილებთ ქაოსურ მდგომარეობას.



6. მოუფრთხილდით ქაღალდს
როგორც ყველა იაპონელი, მარიც მზრუნველობით ეკიდება ბუნებას. გოგონა გვირჩევს ტყუილად არ გავაფუჭოთ ქაღალდები და ყოველდღიური ჩანაწერებისთვის გაჯეტები გამოვიყენოთ.



7. დაიცავით სისუფთავე სახლში
მარი თვლის, რომ ალაგებული სახლი არა მარტოსასიამოვნო და მოსახერხებელია. მას მიაჩნია, რომ ნივთების თავის ადგილზე დაააგება ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელია. არეული სახლი ხელს უშლის ადამიანს არა მარტო მუშობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. აღარფერს ვიტყვით იმაზე, თუ რამხელა უსიამოვნება შეიძლება გამოიწვიოს ოჯახში ერთმა გაურეცხავმა თეფშმაც კი.


გისურვებთ თქვენ სახლებში მუდამ იყოს წესრიგი, სიმყუდროვე და კომფორტი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები