რატომ? მიზეზი გაგაოცებთ
თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, საკუთარ სახლში თავი დაცულად, ჯანსაღად და კომფორტულად რომ ვიგრძნოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენის წესები. წესრიგი და სისუფთავე მყუდრო სახლის უმთავრესი ატრიბუტია.
საყოფაცხოვრებო ჭუჭყი და მტვერი საგრძნობლად მოქმედებს თქვენი სახლის ჰაერზე. ჭუჭყის მიკრონაწილაკები შეიძლება იყოს გრუნტის, სოკოს, მკვდარი კანის და ა.შ. ნაწილაკები. აქედან გამომდინარე, ჰიგიენის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სავალალო შედეგები, მაგალითად ალერგია და სხვა დაავადებები.
ჩვენ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე მეტად შეიცავს რისკის ფაქტორს, ყურადღება მიაქციეთ ამ ნივთების მდგომარეობას თქვენს სახლებში.
1. კბილის
პირადი ჰიგიენის ეს ნივთი ძალიან ბევრ ბაქტერიას შეიცავს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მრავალი სახის სტომატოლოგიური დაავადება, უნდა დაიცვათ საკმაოდ მარტივი წესი - სამ თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების კბილის ჯაგრისები. ასევე კარგი იქნება ჯაგრისის გამოცვლა ვირუსული დავაავადების გადატანის შემდეგაც.
2. ბალიში
საუბარია არა თეთრეულის, არამედ თავად ბალიშის გამოცვლაზე, რომელიც დროთა განმავლობაში უამრავ ბაქტერიას იგროვებს. რეცხვისას და ქიმწმენდის მეშვეობითაც კი ვერ მოაგვარებთ ამ პრობლემას. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ, ბალიში 3 წელიწადში ერთხელ მაინც გამოცვალოთ.
3. აბაზანის ღრუბელი
ეს ნივთიც მაღალი რისკის შემცველია. მასში ძალიან სწრაფად მრავლდებიან საშიში მიკროორგანიზმები. ამიტომ აბაზანის ღრუბლის გამოცვლა 3 კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული. ხმარების შემდეგ კი ის კარგად უნდა გარეცხოთ და გააშროთ.
4. თვალების ლინზები
ეს ნივთი აუცილებლად სტერილურად უნდა გქონდეთ შენახული. ინფექციის თავიდან აცილების მიზნით გირჩევთ, ლინზები სამ თვეში ერთხელ ცვალოთ.
5. ტუჩსაცხი
კოსმეტიკური საშუალებები ადამიანის ორგანიზმთან ახლო კონტაქტშია, აქედან გამომდინარე ის ბაქტერიების გავრცელების ძალიან ეფექტური კერაა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ინფექციები, აუცილებლად უნდა დავიცვათ მისი შენახვის წესები და ვცვალოთ ორ წელიწადში ერთხელ.
6. რუჯი და ფერუმარილი
როგორც უკვე გითხარით, ეს კოსმეტიკური საშუალებაც ძალიან ადვილად შეიძლება იქცეს ინფექციის გადამტანად, ამიტომ ეცადეთ, ის 18 თვეში ერთხელ გამოცვალოთ.
7. ფრჩხილის ლაქი
დეკორატიული თუ ჰიგიენური ლაქების ცვლა ყოველ წელსაა რეკომენდებული.
8. თვალის ჩრდილი
ამ კოსმეტიკურ საშუალებასაც გამოცვლა ყოველ წელს ჭირდება, რათა თავიდან აიცილოთ თვალში ინფექციის მოხვედრის ალბათობა.
9. წამწამების ტუში
ამ ნივთს კი გამოცვლა 3 თვეში ერთხელ სჭირდება და თან, აუცილებლად.
10. ლაინერი
იგივეს გირჩევთ ლაინერთან დაკავშირებით, ცვალეთ ის 3 თვეში ერთხელ.
11. დაზიანებული ტეფლონის საფარი
თუ უმნიშვნელო ნაკაწრს მაინც შენიშნავთ ქვაბსა თუ ტაფაზე, აუცილებლად გადააგდეთ ეს ნივთი, მისი გამოყენება არ შეიძლება. რადგან ეს ნაკაწრი ბაქტერიების გამრავლების კერაა, ასევე გამოიმუშავებს კარცეროგენებს, რომელიც ხვდება საკვებში და რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია.
12. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და მაგიდის საწმენდი
ეს ნივთები თქვენს სამზარეულოში თვეში ერთხელ უნდა ცვალოთ.
13. ძველი, საშინაო ტანსაცმელი
ბევრ ჩვენგანს აქვს ძველისძველი, ე.წ.საშინაო ტანსაცმელი, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულად გრნობს და მისი გადაგდება ენანება. გირჩევთ, როგორმე შეელიოთ მას, რადგან ძველი ნაჭერი თავისთავად არაჰიგიენურია და სპეციფიკური სუნიც ასდის ხოლმე.
კომენტარები