ჩაის ხის ზეთი ობთან ბრძოლის ერთ-ერთი ძალიან ეფქტური საშუალება ყოფილა. მართალია, ეს ზეთი იაფი არ ღირს, თუმცა ობთან საბრძოლველად დიდი რაოდენობით ნამდვილად არ დაგჭირდებათ.
ობი განსაკუთრებით თბილ ადგილებში ვრცელდება, მისთვის ძალიან ხელსაყრელი კერაა ხე, ქაღალდი თუ ტყავი. ასევე - ხალიჩა.
იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ ობი, პირველ რიგში უნდა მოვსპოთ ნესტი.
ობის გასაქრობად თქვენ დაგჭირდებათ:
200 გრ წყალი
1 ჩაის კოვზი ჩაის ხის ეთერზეთი
პულვერიზატორიანი ბოთლი
შეურიეთ ერთმანეთს წყალი და ეთერზეთი. ჩაასხით ნარევი ბოთლში და შეასხურეთ დაობებულ ადგილებს.
არავითარ შემთხვევაში არ ჩამორეცხოთ, ეს
ამ პროცედურის გამეორებას ხშირად გირჩევთ, მაგალითად - დღეში ორჯერ, სანამ არ გააქრობთ სულ ობს.