ჭურჭლის ჟელეს შინაურული რეცეპტი - ქიმიის გარეშე

უამრავი დიასახლისი წუწუნებს, რომ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები კანს აშრობს. ზოგი ალერიას უჩივის. არარფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს ჟელეები ქიმიური საშუალებებით არის დამზადებული და მათი სისტემატურიო ხმარება ასე თუ ისე მაინც აისახება ჩვენს ორგანიზმზე. გადავწყვიტეთ, გასწავლოთ როგორ მოამზადოთ ჭურჭლის სარეცხის საშუალება თავად - ქიმიის გარეშე. ის ძვირად ღირებულ საშუალებებზე არანაკლებ ეფექტურად ებრძვის ცხიმს და თქვენს ხელებსაც დაიცავს.
დაგჭირდებათ:
25 გ გახეხილი სარეცხის საპონი
200 მლ ცხელი წყალი;
25 მლ გლიცერინი;
ნახევარი ლიმონის წვენი;
0,5 ჩაის კოვზი სპირტი;
გააცხელეთ წყალი, ადუღება საჭირო

არაა. მასში საპონი კარგად უნდა გაიხსნას. ფრთხილად დაუმატეთ გლიცერინი და მუდმივად ურიეთ, რომ კარგად შეერიოს. გამოწურეთ ლიმონი და წვენი დაუმატეთ მომზადებულ მასაში. ბოლოს _ სპირტი. კარგად მოურიეთ. გააჩერეთ 1 დღე, რათა მასა გასქელდეს და შემდეგ გამოიყენეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები