რუსი თუ უკრაინელი დიასახლისის მომზადებული ბლინები შეიძლება არც გაგისინჯავთ, მაგრამ მთელი მსოფლიო აღიარებს მათ შუდარებელ ნახელავს. რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, სწორედ მათი "მემკვიდრეების" გაზიარებულია.
ორი კვერცხი, ერთი კოვზი შაქარი, ოდნავ მარილი, ათქვეფეთ. დაუმატეთ ნახევარი ლიტრი რძე. ათქვიფეთ და მერე თვალის ზომით დაამატეთ ფქვილი, რომ თხელი არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა გაიკეთოს კორძები. კარგად ათქვიფეთ.
აცხობთ ტაფაზე, რომელზეც ცხიმს კი არ ასხამთ, არამედ უსვამთ. ბოლო ხუთი ცალის მასა რომ დარჩება, ცოტა წყალი დაუმატეთ და განაგრძეთ ცხობა. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან