მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეფექტური საწმენდი საშუალება არსებობს, გაზქურის წმენდა არც ერთი დიასახლისისთვის სასიამოვნო საქმე არ არის. სადილის მომზადების შემდეგ, ან თუ რძე ჩავიდა, გაზქურა საშინელი სანახავია. მის გასასუფთავებლად ნამდვილი ქიმიური შეტევაა საჭირო. ენერგიის ხარჯვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამდენი ხეხვით ზედაპირიც ზიანდება. ქურის ხეხვას რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ის
დაბინძურებისგან დავიცვათ. ეს საკმაოდ გამოცდილი ხერხია, რომელსაც დიასახლისები მრავალი წელია იყენებენ. ახალბედებმა კი შესაძლოა ამის შესახებ ჯერ არ იციან, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ მრავალნაცად ხერხს.
ეს ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი
მოარგეთ ფოლგის ზომა გაქზურის ზედაპირს. თუ სიგრძეში ან სიგანეში ფოლგა საკმარისი არ არის, ორი დაშვება გამოიყენეთ.
აიღეთ ზედაპირიდან რკინის ცხაური, საცეცხლე ხუფები და მთელ ზედაპირს ფოლგა გადააფარეთ. საცეცხლე ადგილები ამოჭერით და შემდეგ ყველა დეტალი თავის ადგილზე განათავსეთ.
ამის შემდეგ მშვიდად წვით და ხრაკეთ, ბოლოს კი ქურის ხეხვის მაგივრად უბრალოდ, ფოლგას გამოცვლით.
შედეგად შეგრჩებათ:
1. სუფთა გაზქურა ქიმიური დამუშავების გარეშე
2. მომზადებული ვახშამი
3. ნაზი ხელები
4. თავისუფალი დრო.
როგორ უნდა გააკრიალოთ გაზქურა უმარტივესი მეთოდით - ხეხვისა და ფხეკის გარეშე
გაზქურა ყველაზე რთულად მოსავლელი უბანია სამზარეულოში. მისი დასუფთავება სისტემატურად გვიწევს, რაც დროსა და საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. გინახავთ ქალი, გაზქურის ხეხვა რომ უყვარდეს? არა მგონია...
ამჯერად გასწავლით, როგორც ჩაატაროთ გაზქურის წმენდის პროცედურა სწრაფად და მარტივად. აი, რა დაგჭირდებათ ექსპრეს-წმენდისთვის:
* მეოთხედი ჭიქა ცომის გამაფხვიერებელი
* 250 მლ. ამიაკის ხსნარი (ნიშადური)
* 1 ლიტრი ცხელი წყალი
* 2 ცეცხლგამძლე ჭურჭელი
როგორ უნდა გაწმინდოთ ღუმელის მინა:
1. გამაფხვიერებელს დაამატეთ წყალი და ურიეთ, სანამ არაჟნის სისქეს არ მიიღებს.
2. დაასხით ეს მასა მინაზე
3. დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში
4. გადაწმინდეთ ჩვრით ან ღრუბელით.
ისე გაკრიალდება, გაოცებული დარჩებით.
ღუმელის შიგთავსის გასუფთავებაც ადვილია. ეს პროცედურა ჯობია საღამოს წამოიწყოთ.
1. გაახურეთ ღუმელი 150 გრადუსამდე
2. ჩაასხით ჭურჭელში ერთი ლიტრი მდუღარე წყალი
3. მეორე ჭურჭელში - ამიაკი
4. გამორთეთ ღუმელი
5. ამიაკი და წყალი ორივე ღუმელში შედგით (გამორთულ, მაგრამ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში). ოღონდ, ამიაკი დადგით ლანგრის დასადგმელზე, შუაში, წყალი კი ღუმლის შიგთავსის ძირზე, ზედაპირზე.
6. დახურეთ ღუმელი და დასაძინებლად წადით (ეს პროცედურის ყველაზე სასიამოვნო დეტალია)
7. მეორე დილით ამიაკში ცოტა ჭურჭლის სარეცხი სითხე ჩაუმატეთ, უხეში ქსოვილი ჩაალბეთ მასში და შიგთავსი გაწმინდეთ.
სულ ეს არის. ხომ ადვილია? ოღონდ არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს განიავება და ნიშადურის ოხშივარისგან გათავისუფლება. შეგიძლიათ ნიშადურის ნაცვლად სოდაც გამოიყენოთ. ოღონდ წყალში გაზავებული სოდით ღუმელის კედლები დაასველეთ და ისე გააჩერეთ. ამის შემდეგ გაწმინდეთ.