გქონიათ შემთხვევა, რომ დილით, თითქოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავს უცნაურად, სუსტად გრძნობთ, თითქოს მოთენთილი ხართ, უსიცოცხლოდ? შესაძლოა გაცივდით, გრიპი გაქვთ, თუმცა, შეიძლება ამის მიზეზი სხვა რამეც იყოს, მაგალითად თქვენი საძინებელი, უფრო სწორად, არასწორად მოწყობილი საძინებელი. გეცინებათ და ფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე და განწყობაზე ამა თუ იმ ნივთმა? გეტყვით, რომ ეს სასაცილო სულაც არ არის, და არსებობს 10 ძირითადი ნივთი, რომელიც განაპირობებს დილაობით თქვენს შეგრძნებებს.
1. ბალიში
ბალიში ნებისმიერი ადამიანის საყვარელი ატრიბუტია, რომელიც მოსვენებასთან და კომფორტთან ასოცირდება,
თუმცა ძველი ბალიში შესაძლოა სახიფათოც კი აღმოჩნდეს ჩვენი ორგანიზმისთვის მასში დაგროვილი ბაქტერიების გამო. ეს კი შესაძლოა გახდეს მიზეზი თავის ტკივილის, ალერგიის და ა.შ. ასევე ზოგ ადამიანს ბალიშის შემადგენლობაზე შესაძლოა ჰქონდეს ალერგია. ამიტომ ჯობს ანტიალერგიული ბალიში გქონდეთ.
2. ოთახის მცენარეები
მიუხედავად იმისა, რომ სიმწვანე და ოთახის მცენარეები ჯანმრთელობასთან და ესთეტიკასთან ასოცირდება, ალერგიის პროვოცირებაც შეუძლია ზოგიერთ მათგანს. ამიტომ, სანამ საძინებელში მწვანე მცენარეების განთავსებას გადაწყვეტდეთ, კარგად დაფიქრდით და ისეთი შეარჩიეთ, რომელიც ნაკლებად ალერგიული და მეტად სასარგებლო იქნება.
ოთახის 8 მცენარე, რომელიც ალერგიას იწვევს
3. შინაური ცხოველები
ვისაც შინაური ცხოველი ერთხელ მაინც ჰყოლია, კარგად იცის, როგორია მათი სიყვარული, თუმცა გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ მიუხედავად ამ სიყვარულისა, კატის, ძაღლის და ა.შ შინაური ცხოველების ადგილი საძინებელში ნამდვილად არ არის. უმჯობესია ისინი მოშორებით, სხვა ოთახში იყვნენ და არა იქ, სადაც იძინებთ.
4. სანთლები
რომანტიული განწყობა და სანთლები ძალიან კარგია, თუმცა არ გირჩევთ არომატული სანთლების ხშირად გამოყენებას, რადგან ისინი წვის დროს ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშ ნივთიერებებს გამოყოფენ. თუ მაინც გადაწყვეტთ ასეთი საღამოს მოწყობას, გირჩევთ, ძილის წინ ოთახი კარგად გაანიავოთ.
5. ტექნიკა
კომპიუტერი, ნოუთბუქი, ტელევიზორი, მობილურიც კი უმჯობესია საძინებლიდან მოშორებით გქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ნივთებმა შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ძილის დარღვევა, რაც საბოლოოდ ცუდად აისახება თქვენს განწყობასა და საერთო მდგომარეობაზე.
6. სარეცხი საშუალებები
გასაგებია, რომ ყველა ადამიანს უნდა, რომ მისი საძინებელი იყოს სუფთა და სურნელოვანი, თუმცა მოერიდეთ ზედმეტი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას, რაც ასევე საკამოდ ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და შესაძლოა ჩვენთვის გაუგებარი არცთუ სასიამოვნო განწყობის მიზეზი გახდეს.
7. ჰაერის დამატენიანებელი
მსგავსი მოწყობილობები დღეს არავის უკვირს, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ ამ მოწყობილობაში წყალი ყოველდღე უნდა გამოცვალოს, მისი გაწმენდა კი კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად საჭიროა.
8. ფანჯრები
თუ არ გიყვართ ოთახის განიავება და ფანჯრების ხშირად გაღება, მოემზადეთ, რომ აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რადგან სუფთა ჰაერი და ოთახის ხშირი განიავება აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის.
9. მატრასი
სიცოცხლის თითქმის მესამედს ადამიანები დაწოლილ მდგომარეობაში ატარებენ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ და რაზე იწვებიან. ისევე, როგორც ბალიშში, მატრასშიც გროვდება ბაქტერიები, რაც, რა თქმა უნდა, ვნებს ადამიანის ორგანიზმს, ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ ყურადღება მიაქციოთ ამ ფაქტორს და პერიოდულად მატრასი გამოცვალოთ და ხშირად გაწმინდოთ.
როგორ გავწმინდოთ მატრასი ყველა წესის დაცვით
10. ხალიჩა
მტვრის ბუდედ შესაძლოა იქცეს ასევე ხალიჩა. ამიტომ გირჩევთ, რომ ხალიჩა საძინებლიდან მოაშოროთ, ეს სუფთა ჰაერის და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის გარანტია იქნება.