საქართველოში სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული ადამიანების რიცხვი არც ისე ცოტაა. მათ შორის არის კომპანია „ათორის“ მიერ დაზარალებული 300-მდე ადამიანი, რომელთაც ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად საკუთარი საცხოვრებელი ბინები ვერ მიიღეს. ჩვენ დაგვიკავშირდა კომპანიის მიერ დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფის წევრი ლელა თავაძე და საქმის ვითარება გაგვაცნო.
- 2018 წლის ბოლოს შევიტყვე ამ კომპანიის შესახებ. გავიგე, რომ ეს იყო საკმაოდ წარმატებული კომპანია, რომელიც ბინებს აშენებდა ძირითადად საბურთალოზე. ცაგარელის და ბურძგლას ქუჩებზე აშენებული ჰქონდა 6 თუ 7 კორპუსი. გარდა იმისა, რომ აშენებდა მაღალი ხარისხით, ბინებს აბარებდა
დათქმულ ვადებში, მენაშენეებს კი სურვილის შემთხვევაში ეხმარებოდა, რომ მის მიერ აშენებულ კორპუსში შეძენილი ბინები ადვილად გაექირავებინათ, თან საკმაოდ სოლიდურ თანხად. ასე მოიპოვეს ბევრი ადამიანის ნდობა. მეც ახლობლისგან გავიგე მათ შესახებ. მივედი, გავისაუბრეთ, ძალიან კარგი პირობები შემოგვთავაზეს და შევთანხმდით, რომ ცაგარელზე შევიძენდი 600 დოლარად კვადრატს. გვითხრა, რომ სახლის მშენებლობა დაიწყებოდა დაახლოებით ექვს თვეში. ხელშეკრულება გავაფორმეთ 2019 წლის იანვარში. მშენებლობა უნდა დაწყებულიყო მაისის თვეში და დასრულებულიყო მაქსიმუმ ერთ წელიწადში.
- თანხა წინასწარ შეიტანეთ?
- დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ნოტარიუსთან ოფიციალურად გავაფორმე, მოწესრიგებული მქონდა ყველანაირი საბუთი და მშვიდად ველოდებოდი მშენებლობის დაწყებას. ექვსი თვის მერე მშენებლობა არ დაიწყო. მივაკითხე ოფისში და მითხრეს, რომ სექტემბერში დაიწყებოდა. სექტემბერიც გავიდა, მაგრამ მშენებლობას დასაწყისი არ უჩანდა. კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ტელეფონზე და შეტყობინებებზეც აღარ გვპასუხობდა. ეს ადამიანი იყო კომპანიის ერთპიროვნული მმართველი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი.
2019 წლის ბოლოს მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო საქმე. მივედი ოფისში და ვხედავ, მომჩივანი ადამიანების არმია მოძრაობს. ძირითადად ეს ხალხი იყო საირმის 37-ის მყიდველები. როცა მე ვყდულობდი, ეს კორპუსი თითქმის დასრულებული იყო. თავიდან ვთხოვე, რომ ამ კორპუსში მოეცა ბინა, მაგრამ მითხრა, რომ ყველა გაყიდული იყო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საირმის 37-ში ჩემს შემდეგ კიდევ სამჯერ გადაიყიდა ფართები.
ამ კომპანიას ვაკეშიც აქვს ერთი კორპუსი აშენებული და იქაც არის გადაყიდვები, თუმცა საირმის 37ს დამატებით უამრავი ვალებიც აქვს. აქ მიწის მესაკუთრეებმა ფართებით დაკმაყოფილების ვალდებულებით კომპანიას გადასცეს მიწა მფლობელობაში, ჩვენმა დამზარალებელმა კი ჯერ მიწა ჩადო იპოთეკაში, შემდეგ უამრავი ვალი აჰკიდა და თან სამი-ოთხჯერ გადაყიდა ბინები.
- როგორ ახერხებდა ერთხელ უკვე გაყიდული ფართის სხვისთვის გადაფორმებას?
- ყველას უფორმებდა წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებას, მათგან ზოგს შიდა ხელშეკრულებას, ზოგს ნოტარიულ ხელშეკრულებას. კანონში არის ასეთი რაღაც, რაც ვფიქრობ კანონმდებლობის კიდევ ერთი ლაფსუსია, როცა ხდება წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინის შეძენა, რეალურად მყიდველი არ არის დაცული არაფრისგან. მე მქონდა ნოტარიული, ძალიან კარგი ხელშეკრულება, აღსრულების ფურცლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემების შემთხვევაში, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ვაყადაღებ მის ქონებას. კი გატონო, გავაკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ რა მერე? მიდევს ყადაღა, მაგრამ კომპანიას იმხელა ვალები აქვს, მე ჩემს თანხას ვერ ამოვიღებ.
- სულ რამდენი ოჯახია კომპანიის მიერ დაზარალებული?
- 273 ფიზიკური და რვა იურიდიული პირია. აქედან ზოგ ფიზიკურ პირს მხოლოდ ერთი ბინა კი არ აქვს ნაყიდი, 3 და 4 ბინა აქვს შეძენილი.
- რა ზომებს და ინსტანციებს მიმართეთ დახმარების მისაღებად?
- მივაკითხეთ მერიას. გვირჩიეს, რომ განცხადება შეგვეტანა პროკურატურაში, სადაც დადასტურებოდა, რომ ვართ თაღლითობის მსხვერპლი.
დაზარალებულთა გარკვეული ნაწილი გასულ წელს ასეც მოვიქეცით. მოგვიანებით დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ. სხვათაშორის, ძალიან მალე გამოიძიეს საქმე.
დაკავებულმა დანაშაული აღიარა. სასამართლომ მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წელიწადზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერი არ უარყვია, ყველაფერი აღიარა, თუმცა, რამდენად მისაღებიც არ უნდა ყოფილიყო დაზარალებულებისთვის სასამართლოს ვერდიქტი, მსჯავრდებული მოიხდის სასჯელს, გამოვა ციხიდან, ჩვენ კი მატერიალურ ზარალს კი ვერავინ აგვინაზღაურებს. დამზარალებელი
რეალურად მოიხდის სასჯელს და ამით დამთავრდება, თავისუფალია ვალდებულებისგან.
ამის შემდეგ, მერიის რჩევით დაზარალებულებში გამოირჩა რამდენიმე აქტიური ადამიანი, შედგა საინიციატივო ჯგუფი. მეც ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ. ძალიან ბევრ შიდა წინააღმდეგობას წავაწყდით, თუმცა რაღაცნაირად ჩამოვყალიბდით. მერიის პოლიტიკა არის ასეთი, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებული ადამიანები რაღაცნაირად უნდა დაკმაყოფილდნენ. სამწუხაროდ, საქართველოში 15 და მეტი წლის დაზარალებულები არიან, დღეს მათი პრობლემის მოგვარებით არის მერია დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქეისია, ვერ ვიტყვი, რომ უარით გამოგვისტუმრეს მერიიდან.
წელიწადზე მეტია, საინიციატივო ჯგუფი არსებობს და მიდის მუშაობა მერიასთან, მართალია გარკვეული პაუზებით, მაგრამ ვფიქრობ საერთო ძალისხმევით რაღაც გამოგვივა. მინდა გითხრათ საკმაოდ რთული და მოცულობითი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რისი გადაწყვეტაც ძალიან დიდ ჩართულობას და დათმობებს მოითხოვს მერიისგან. ყველას მოვუწოდებ, მშენებარე ბინის შეძენის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე, მაქსიმალურად გათვალეთ რისკები და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიას დავუკავშირდით. ვკითხეთ, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან. როგორც მერიაში განმარტავენ, სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ დედაქალაქის მერიას, სადაც სპეციალური კომისიაა შემდგარი.
„მერიაში არსებობს შესაბამისი კომისია. ამ კომისიაზე დაზარალებულ ადამიანებს შემოაქვთ განაცხადები, რომელთა განხილვა ხდება ეტაპობრივად. რა თქმა უნდა, უპირატესობა ენიჭება ძველ შეჩერებულ მშენებლობებს. ზუსტად ამ თარიღიანობის მიხედვით მიჰყვება კომისია და განიხილავს. თქვენ იცით, რომ „ოლიმპური ვარსკვლავის“ და „სვეტის“ თემა მოგვარდა. დღედღეზე დასრულდება „ცენტრ პოინტის“ პრობლემა. სამწუხაროდ, დაზარალებული ძალიან ბევრია, მაგრამ განხილვა მიმდინარეობს სიძველის მიხედვით. რაც უფრო ძველია თემა, მით უფრო პრიორიტეტულია და სწრაფად ხდება მისი განხილვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულმა ადამიანებმა, აუცილებლად უნდა მიმართონ კომისიას, რომელიც დედაქალაქის მერიაშია შემდგარი და რომელსაც ხელმძღვანელობს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი. როგორც კი შემოვა განცხადება, დაუყოვნებლივ დაიწყება კომუნიკაცია დაზარალებულ ჯგუფთან, რომ მოითხოვონ ყველა საბუთი და შესაბამისი ინფორმაცია. შემდეგ უშუალოდ განხილვის პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება და რა შედეგებით დასრულდება, ამას წინასწარ ვერავინ გეტყვით. გააჩნია საქმის სირთულეს“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
მერი ბლიაძე