მომატებულია ტენიანობა სამზარეულოში საკმარისი მიზეზია იმისა, რომ შეიძლება გაჩნდეს ობი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თქვენს სამზარეულოში იდეალური სისუფთავეა, მავნე სოკომ შესაძლოა თავი თქვენთვის მოულოდნელ ადგილებში იჩინოს.
სამზარეულოს "წინსაფარი"
გამოტყდით, რომ კერძის ყოველი მომზადების შემდეგ არ წმენდთ ამ ადგილს. არადა, სისველე და ცხიმის ნაწილაკები სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც ხელს უწყობს სოკოს წარმოქმნას. ამიტომ ეცადეთ სადილის მომზადების შემდეგ ეს ადგილი კარგად გაწმინდოთ ხოლმე.
ბოსტნეულის განყოფილება
ეს ადგილი ობს ძალიან უყვარს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ამ ადგილას ობის გაჩენა, ორ კვირაში
ერთხელ თბილი სოდიანი წყლით ამოასუფთავეთ ხოლმე. სისუფთავის შესანარჩუნებლად კი ძირში ქაღალდის დაფენას გირჩევთ.
მარცვლეულის შესანახი ქილები
თითქოს ობს ჰერმეტულად დაცულ სივრცეში არაფერი ესაქმება. გეთანხმებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ წვეთი წყალიც არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში სოკოს გამოჩენა უბრალოდ გარდაუვალია. სანამ ქილაში მარცვლეულს ჩაყრიდეთ კარგად გამორეცხეთ ძმრიანი წყლით და ასევე კარგად გაამშრალეთ.
სამზარეულოს აქსესუარები
სამზარეულოს სილიკონის აქსესუარები ძალიან პრაქტიკული გამოსაყენებელია, თუმცა, დროთა განმავლობაში მას უჩნდება ცხიმის თხელი ფენა, რომელიც ძალიან მარტივად ობდება. ამიტომ ეცადეთ ხმარების შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხოთ კარგი ცხელი წყლით და ასევე კარგად გაამშრალოთ.
მიკროტალღური ღუმელი
გაგიკვირდებათ, მაგრამ სოკოს მიკრობები ძალიან კარგად გრძნობენ თავს მიკროტალღურ ღუმელში. თავი რომ აარიდოთ მათ გამოჩენას, გირჩევთ მისი ხმარების შემდეგ კარი რამდენიმე წუთით ღია დატოვოთ ხოლმე.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა
მიუხედავად ორთქლისა და ცხელი წყლისა, ამ მოწყობილობაში ძალიან ადვილად ჩნდება სოკო. პროფილაქტიკის მიზნით გირჩევთ მანქანის კარი ღია დატოვოთ ხოლმე რათა სივრცე კარგად განიავდეს და გამოშრეს.