რამდენად სწორად გიდგათ ავეჯი და გიგიათ ხალიჩა - წესები დიზაინერებისგან

იმისათვის, რომ ინტერიერი ლამაზად და კომფორტულად გააფორმოთ და რაც მთავარია, დამოუკიდებლად, დიზაინერის გარეშე, სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის ცოდნაა საჭირო.

განათება

დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით, განათებით. თუ ჭაღის დაკიდება სასადილო მაგიდის თავზე გიწევთ, არ დაკიდოთ ძალიან მაღლა. ოპტიმალური სიმაღლე სანათსა და მაგიდის ზედაპირს შორის 80-90 სმ-ია.

ფარდები
იმისათვის, რომ ოთახი უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდეს, ფარდები ჭერთან რაც შეიძლება ახლოს უნდა დაიკიდოს. ფარდის საკიდი, ე.წ. კარნიზი აქეთ-იქით 20 სმ-თი უნდა გადადიოდეს.

კენტი რიცხვი

სახლის ნებისმიერი კუთხის გაფორმებისას გაითვალისწინეთ წესი კენტი რიცხვის შესახებ.
მაგალითად, 1 ლარნაკი, 3 დასაკიდი თარო, 5 ფოტო და ა.შ.

სურათები

კედელზე სურათების ან ფოტოების დაკიდებასაც აქვს თავისი წესი, სურათი იატაკიდან 145 სმ-ზე იკიდება. იმისათვის, რომ სურათი კარგად დაათვალიერო, თავლების ოდნავ დახრა უნდა გიწევდეს.

ხალიჩა
თუ ავეჯი ხალიჩაზეა განთავსებული, ხალიჩა კედელს 30-60 სმ-თი უნდა შორდებოდეს.
თუ ავეჯი ხალიჩაზე არ ხვდება, მაშინ გაზომეთ ავეჯის ყველაზე ღრმა ნივთი, დივანი, დაუმატეთ 3 სმ და მიღებული მანძილი დატოვეთ კედლიდან ხალიჩის კიდემდე.
თუ ოთახი პატარაა, ეცადეთ, რომ ავეჯი მთლიანად ხალიჩაზე აღმოჩნდეს. კედლიდან ხალიჩის კიდემდე მანძილი 30 სმ უნდა იყოს. ეს ხრიკი მოგცემთ საშუალებას, ოთახი ვიზუალურად არ დაანაწევროთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები