როდის უნდა თქვათ უარი საშხაპე კაბინაზე და დადგათ აბაზანა? - პროფესიონალების რჩევები

როდესაც იწყებთ სააბაზანოს რემონტს, პირველ რიგში უნდა დასვათ კითხვა, სად უნდა იბანავოთ, საშხაპე კაბინაში, აბაზანაში თუ ე.წ. აუზში? ეს ის საკითხია, რომლის დროსაც ორინეტირი უნდა იყოს არა მოდა, არამედ საკუთარი მოთხოვნილებები და უპირატესობები. ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სააბაზანოს ზომა, კომუნიკაციების თავისებურებები.
პროფესიონალებმა შეადგინეს სია, რის გამო შეიძლება თქვათ უარი საშხაპე კაბინაზე.

1. როდესაც შეზღუდული ხართ ბიუჯეტში
ბევრს მიაჩნია, რომ საშხაპე კაბინა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ბიუჯეტური რემონტის დროს, თუმცა ასე არ არის. კარგი ხარისხის საშხაპე კაბინი საკმაოდ ძვირი ღირს. ხარისხზე დაზოგვას კი არ
გვირჩევენ.

2 . შეზღუდული ან არასტანდარტული სივრცე

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სააბაზანოში რემონტის დროს. რატომღაც მიაჩნიათ, რომ კაბინა უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს, თუმცა ასე არ არის, რადგან ახლა ისეთი ზომის აბაზანები იყიდება, რომ ნებისმიერ სივრცეს შეიძლება მოარგოთ, საშხაპე კაბინები კი ისეთი ფორმის არის, საკმაოდ ბევრ ადგილს იკავებს.

3. როდესაც გჭირდებათ მრავალფუნქციურობა
თუ გინდათ, რომ თქვენი სააბაზანო იყოს მრავალფუნქციური, უმჯობესია არჩევანი აბაზანაზე შეაჩეროთ.

4. თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ

თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ ან გეგმავთ, რომ გყავდეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ აბაზანა და არა საშხაპე კაბინა.

5. როდესაც არ ხართ მზად, სააბაზანოს დალაგებას დიდი დრო დაუთმოთ
საშხაპე კაბინა შესაძლოა ეფექტურად გამოიყურებიდეს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ მოწესრიგებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუ არ ხართ მზად ამისთვის, გირჩევთ საშხაპე კაბინაზე უარი თქვათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები