ბუფელები არის დეკორატიული ფილები, რომლებიც ძირითადად ხისგან არის დამზადებული და გამოიყენება სახლების, ბინების, ოფისების და სხვა შენობების დიზაინში. მისი გამოყენება დეკორში ააქტუალური ტენდენციაა, რომელსაც მრავალი ფუნქცია აქვს. ეს ხის რიკულები დაგეხმარებათ ინტერიერის განახლებაში და სივრცის ზონირებაში.
ხის ფილებისგან შემდგარი დაფით დეკორატიული ეფექტი მიიღწევა ინტერიერის დიზაინში. მათი წარმოების ძირითადი მასალა ბუნებრივი ხეა. ისინი ასევე შეიძლება იყოს დამზადებული MDF-ით, პოლიმერით ან ალუმინით.
ძირითადად გამოიყენება ისეთი ხარისხიანი მასალა, როგორიც არის მუხა, ფიჭვი და ა.შ. ეს ყველაზე გამძლე და მისაღები მასალაა მსგავსი ტიპის აქსესუარებისთვის.
დეკორატიული დაფები ძირითადად სივრცის ზონირებისთვის და დეკორაციისთვის გამოიყენება.
ის შესაძლოა მთლიანად გაჰყვებოდეს კედელს, ნაწილობრივ ან იყოს საერთოდ დამოუკიდებლად. შესაძლოა ასევე განთავსებული იყოს როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად, თაროს სახით. ზომის და ფორმის შერჩევა შესაძლებელია ოთხის პროპორციის მიხედვით.
ძალიან კარგი საშუალებაა ინტერიერში აქცენტის სახით გამოსაყენებლად და ასევე სივრცის ზონირებისთვის. ხშირად გამოიყენება ბავშვის ოთახში ან შემოსასვლელში.
ძალიან მოსახერხებელია იმის გამო, რომ კარგად უშვებს სინათლეს და შესანიშნავად ახდენს ზონირებას, გამოყოფს ერთ სივრცეს მეორისგან.
შესანიშნავი საშუალებაა ჭერის დეკორაციისთვის, მას ძალიან კარგად შეუძლია თვალსაჩინო ხარვეზის ეფექტურად დაფარვა.
ხის ფილები გამოიყენება ასევე როგორც იატაკის საფარი. აღსანიშნავია, რომ ხის ფილა ეკოლოგიურად სუფთა მასალაა და მაგალითად ფეხშიშველი სასიარულოდ ბევრად მისაღებია, ვიდრე კერამიკული ფილები. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შეირჩეს ნესტგამძლე ტიპი, რათა შენობაში იატაკის ფუნქცია ბევრად ეფექტურად შეასრულოს.
ძალიან კარგად გამოიყენება აღნიშნულ ფილები კიბის მოაჯირის მაგივრად. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ დეკორის ელემენტია, არამედ კიბის სივრცის ძალიან კარგი დამცავიც. რაც შეეხება იმას, თუ ინტერიერის რომელ სტილს უხდება ყველაზე მეტად, აღვნიშნავთ ლოფტს, სკანდინავიურს, მოდერნს, ჰაი-ტეკს, მინიმალიზმს, პროვანსს და ქანთრის.
ამ მასალის ღირსებები გახლავთ ის, რომ დასამონტაჟებლად ძალიან მარტივია, მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, კარგად ნიღბავს კედლის დეფექტებს, აქვს მისაღები ფასი, ატარებს სინათლეს და ჰაერს და შესანიშნავად, ჰარმონიულად ეხამება სხვადასხვა სტილს.