სახლის ყიდვა რთული და ძალიან საპასუხისმგებლო საქმე რომ არის, ყველამ კარად ვიცით. ვეცდებით, გაგიზიაროთ რამდენიმე ძალიან სასარგებლო რჩევა, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, აუცილებლად დაგეხმარებათ სახლის ყიდვის დროს საბოლოო არჩევანის გაკეთებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
მოდით ვნახოთ, რომელიც ადგილები უნდა დავათვალიეროთ განსაკუთრებული ყურადღებით სახლის ყიდვის დროს.
აბაზანა და სანიტარული კვანძი
სახლის რემონტის დროს ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი აბაზანის გაკეთებას ხმარდება. საუბარია არ კერამიკულ ფილებსა და სანტექნიკაზე, არამედ მილების და მათი გაკეთების ხარისხზე. აუცილებლად კარგად შეამოწმეთ ყველა კომუნიკაცია.
სამზარეულო და ელექტრობა
კარგად დაფიქრდით, რომელი
აივანი
შემინულ აივანი ყოველთვის დამატებითი ბონუსი როდია. კარგად შეამოწმეთ, წყალი ხომ არ შემოდის აივნიდან. ასევე შეამოწმეთ ნებართვა, არის თუ არა ამოშენება შეთანხმებული მერიასთან.
ობი
კარგად შეამოწმეთ კედლები ავეჯის უკან, შესაძლოა დაობებული იყოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს კუთხის ბინა ან ზედა სართულია, შესაძლოა სეზონური წვიმების დროს წყალი კედელს ანესტიანებდეს.
ხმის იზოლაცია
თუ ეს ერთადერთი ფაქტორია, რაც ხელს გიშლით ბინის ყიდვაში, ამ პრობლემის მოგვარება ადვილი შესაძლებელია ხმის იზოლაციის მეშვეობით. ერთადერთი მინუსი ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ ის თქვენი სივრცის 5-10 სმ-ს მოიპარავს.