როგორ დავიმტკიცოთ მემკვიდრეობა - პასუხი იურისტისგან

"კვირის პალიტრაში" სამოქალაქო­ საკი­თ­ხ­ების შესახებ კითხვები მუდმივად შემო­დის, მათ შორის, მემკვიდრეობა­სთან დაკავშირებული თემები ძალზე აქტუალურია.­ საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნი­ორი, თსუ-ის დოქტორანტი, იური­სტი გვანცა გურგენიძე ამჯერადაც კომპეტენტურ­ რჩევებს მისცემს შეკითხვების ავტორებს.

- ორი თვეა გარდაიცვალა ჩემი დედა­მთილი,­ მის სახელზეა ბინა და სოფლის სახლი.­ გვაქვს გარდაცვალების ცნობა. მემკვიდრეობის მისაღ­ებად რა დოკუმენტებია საჭირო? ჩემი მული არ იმყოფება საქართველოში და შეგვიძლია, მის გარეშე მივიღოთ მემკვიდრეობა?

- სამკვიდრო მოწმობა არის მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მას მხოლოდ ნოტარიუსი გასცემს. სამკვიდრო მიღებულად ითვლება მაშინ,
როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას, მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. კანონი ადგენს, რომ სამკვიდრო უნდა მიიღონ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. თუ არსებობს რამდენიმე მემკვიდრე, ყველა მათგანს აქვს უფლება განცხადება წარადგინოს საქართველოში ნებისმიერ ნოტარიუსთან. სამემკვიდრეო საქმეს დაასრულებს ის ნოტარიუსი, რომელსაც თავდაპირველი განცხადება წარედგინა. სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ნოტარიუსისათვის ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში მიმართეს მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, სანოტარო ორგანო იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან. თუ მათი ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად. განაგრძეთ კითხვა



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები