თანამედროვე სამყაროში სტრესთან გამკლავება ყოველდღიური გამოწვევა გახდა. ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, ჰარმონიულ გარემოში თუნდაც ჭიქა ყავის დალევა, საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება ან შვილებისთვის მეტი დროის დათმობა, თითქოს ფუფუნებად იქცა. სამსახურებრივი წნეხი, ოჯახური თუ პირადი პრობლემები, ჭარბი გონებრივი ან ფიზიკური დატვირთვა, სოციალური და ფინანსური გამოწვევები, სოციალური ქსელებიდან ნეგატიური ინფორმაციის მიღება და ა.შ. − ეს სტრესულ ფაქტორთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ემოციურ სტაბილურობასა და ცხოვრების ხარისხზე.
სტრესი, ჯან
სტრესის ფონზე ხშირია შფოთვა, ადვილად გაღიზიანება, უენერგიობა, მადის ცვლილება, კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების პრობლემები და დანაშაულის შეგრძნებით ცხოვრება, თუმცა, იცოდით, რომ გარდა მენტალურისა, სტრესს ფიზიკური ნიშნებიც ახასიათებს? კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა, სექსუალური დისფუნქცია, საჭმლის მონელების პრობლემები, გადიდებული ლიმფური კვანძები ან დაქვეითებული იმუნური სისტემა − ეს ყოველივე, შესაძლებელია, ორგანიზმზე სტრესის ზეგავლენის შედეგი იყოს.
სტრესთან გამკლავების უამრავი მეთოდი არსებობს. ამ დროს ექიმები ხშირად მოგვიწოდებენ ისეთი ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაზე, როგორებიცაა: სწორი კვება, ძილის რეჟიმის დარეგულირება, ფიზიკური აქტივობა, ბუნებაში მეტი დროის გატარება, საყვარელი საქმიანობით დაკავება. თუმცა, ამ ერთი შეხედვით მარტივი რჩევების გათვალისწინება და მყისიერი შედეგის მიღწევა ხშირად საკმაოდ რთული ამოცანა ხდება, ამიტომ გვიჩნდება ლოგიკური კითხვა:
როგორ ვმართოთ სტრესი და შევინარჩუნოთ სიმშვიდე?
სტრესთან გამკლავების გავრცელებული მიდგომები ხშირად უკავშირდება ბუნებრივ და ტრადიციულ მეთოდებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. ჩვეულებრივ, ასეთი გამოცდილება სწორედ მცენარეებს და მათ სამკურნალო თვისებებს ეფუძნება.
ბუნებრივი საშუალებებიდან, ყველაზე უფრო ფართოდ გამოყენებადი და ეფექტური არის ადაპტოგენები − მცენარეული საშუალებები,რომლებიც აუმჯობესებს სტრესთან გამკლავების უნარს, ხელს უწყობს გარემო ფაქტორებთან ორგანიზმის ადაპტაციას და ამცირებს სტრესით გამოწვეულ ჯანმრთელობის ზიანს. მცენარეთა აღნიშნული ჯგუფი შედარებით ახალი, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია ევროპასა და ამერიკაში, თუმცა უკვე ათწლეულებია წარმატებით გამოიყენება ინდოეთსა და ჩინეთში, როგორც ყოველდღიური და ქრონიკული სტრესის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. ერთ-ერთ მძლავრ ადაპტოგენს მიეკუთვნება აშვაგანდა − ინდური მცენარე, რომლის ფესვები და ნაყოფი უძველესი დროიდან გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, შფოთვის მომხსნელი, ნოოტროპული და ადაპტოგენური საშუალება. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა GM PHARMA-ს გერმანული წარმოების ინოვაციური ბიოლოგიურად აქტიური დანამატი −"აშვა ანტი-სტრესი"(შემადგენლობა: აშვაგანდა 100 მგ, L-ტრიფტოფანი 200 მგ, მაგნიუმი 127.5 მგ, ვიტამინი B6 5,6 მგ).
აშვა ანტი-სტრესის ვეგანური კაფსულის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მას რამდენიმე პრობლემის ერთდროული მოგვარება შეუძლია:
*აქვეითებს კორტიზოლის− "სტრესის ჰორმონის" დონეს, შესაბამისად ამცირებს შფოთვის შეგრძნებასა და სტრესის დამაზიანებელ ზემოქმედებას ორგანიზმზე;
*ეხმარება ორგანიზმს მელატონინის ("ძილის ჰორმონის") გამომუშავებაში, შესაბამისად, უზრუნველყოფს ხარისხიან ძილს;
* ხელს უწყობს ჰორმონების − დოფამინისა და სეროტონინის ("ბედნიერების ჰორმონი") სინთეზს, შესაბამისად, ამცირებს ადვილად გაღიზიანებას და ეხმარება ადამიანს ცხოვრების ხალისის დაბრუნებაში.
მნიშვნელოვანია, რომ ამ უნიკალურ მახასიათებლებთან ერთად, აშვა ანტი-სტრესი არის უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტი, რომელიც არ იწვევს მიჩვევას, არ აქვს ე.წ."მოხსნის სინდრომი" − მკურნალობის შეწყვეტისას არ საჭიროებს დოზის შემცირებას ან კორექციას. მისი მიღება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან და დღის განმავლობაში 1 კაფსულაც საკმარისია იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ ყოველდღიური ცხოვრებით გამოწვეულ სტრესს, იცხოვროთ უფრო მშვიდად და ხარისხიანად!
გაითვალისწინეთ, აშვა ანტი-სტრესი არ გამოიყენება შემადგენელი ნივთიერებების მიმართ ალერგიის შემთხვევაში, ორსულობა/ლაქტაციის პერიოდში, ანტიეპილეფსიური და სედაციური საშუალებებით მკურნალობის პარალელურად.
აშვა ანტი-სტრესი არის ბუნებრივი ანტისტრესული საშუალება ჰარმონიის აღსადგენად.
R