თუ გაქვთ ვერანდა აგარაკზე, ტერასა საკუთარ სახლში ან აივანი ბინაში და არ იცით, როგორ მოაწყოთ ისე, რომ ზაფხულის ცხელი საღამოების კომფორტულად გატარება შეძლოთ, გირჩევთ მოგვყვეთ და გადახედოთ ჩვენს რჩევებს, გვერწმუნეთ, რეალურად არის შესაძლებელი ქალაქშიც კი ნამდვილი ოაზისის მოწყობა. დავიწყოთ იმითი, რომ თუ თქვენი აივანი ან ტერასა არის დიდი და იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ მოეწყოს რამდენიმე ფუნქციური ზონა, იდეალური გადაწყვეტილება იქნება. მხოლოდ სავარძელი და დივანი სიმყუდროვისთვის საკმარისი არ არის ხოლმე.
დივანთან ყავის მაგიდა, სავარძელთან
- ტორშერი, პატარა ტუმბო და ა.შ. - აი, ნამდვილი დასასვენებელი ზონა.
გარე სივრცის გასაფორმებლად ხშირად იაფფასიან ავეჯს ირჩევენ ხოლმე, არადა, ამაზე ეკონომიის გაკეთებას ნამდვილად არ გირჩევთ, სწორედ გარე სივრცეს სჭირდება ხარისხიანი ავეჯი, რათა კარგად გაუძლოს ზაფხულის მცხუნვარე მზეს და ზამთრის ცივ დღეებს.
მოსასვენებელი ზონის მოსაწყობად გირჩევთ ასევე, რომ უპირატესობა ეკო სტილს მიანიჭოთ. თუ საუბარი ქალაქის ბინის აივანზეა, ქოთნის ყვავილები იდეალური ვარიანტი იქნება, აგარაკზე კი ცოცხალი ყვავილები უფრო გამოგადგებათ, თანაც - დიდი ზომის. სხვათა შორის, სივრცის ზონირება მცენარეებითაც არის შესაძლებელი და ეს ძალიან ლამაზიც გამოდის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცე, თქვენი კომფორტის ზონა, ახარებდეს თვალს და ქმნიდეს დადებით განწყობას, ამაში დაგეხმარებათ სწორად და ლამაზად გაკეთებული აქცენტები. ეს შესაძლოა იყოს საქანელა, სავარძელი, პატარა ბუხარი, კაშკაშა, ფერადი ნოხი და პლედი, ფერადი ბალიშები დივანზე ან კიდევ ბევრი სხვა რამ. ეს აბსოლუტურად გემოვნების საკითხია.
მოსასვენებელი ზონა ხომ პირველ რიგში კომფორტული უნდა იყოს, მისი მთავარი ფუნქცია სწორედ ეს არის, მან ადამიანი დასასვენებლად უნდა განაწყოს და სიმშვიდე მოჰგვაროს.
და ბოლოს, იმისათვის, რომ ვერანდაზე, აივანსა თუ ტერასაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში კომფორტულად იგრძნოთ თავი, აუცილებლად მოუჩრდილეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საჩრდილობელი არ უნდა უშვებდეს მზის პირდაპირ სხივებს, თუმცა არც მთლიანად უნდა აბნელებდეს სივრცეს.