ჩვევები, რომელთა გამო თეთრეული მალე ფუჭდება

იცოდით, რომ თუ თქვენი ბალიშის და საბნის პირები ხშირად ცვდება, ე.ი არასწორად რეცხავთ.
მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს არასწორად გარეცხვა.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში სწორად განათავსოთ. ერთმანეთში გადახლართული სარეცხის მოთავსება არ არის კარგი. გარდა იმისა, რომ არასწორად გადანაწილებული სიმძიმე აზიანებს სარეცხის მანქანას, არც თავად ირეცხება წესიერად და კიდევ, ამ დროს ქსოვილი იწელება, ზიანდება და საბოლოოდ მალე ცვდება და კარგავს ფორმას და სტრუქტურას. მოათავსეთ დოლურაში ჯერ მძიმე ნივთები, ანუ ჯერ საბნის პირი, შემდეგ ზეწარი და ბოლოს ბალიშის პირი. 

თუ ატყობთ,
რომ სარეცხი კარგად არ არის გარეცხილი, შესაძლოა ამის მიზეზი იყოს გადავსებული დოლურა. უმჯობესია სარეცხი გადაანაწილოთ და რამდენიმე ეტაპად გარეცხოთ, ვიდრე ერთ ჯერზე გარეცხოთ ბევრი ერთად. მაგალითად, ლოგინის თეთრეულის ერთი კომპლექტი, მშრალ მდგომარეობაში, იწონის საშუალოდ 1,5 კგ.-ს. თუ თქვენი მანქანა არის 6 კგ.-იანი, გამოდის, რომ ერთდროულად 3 კომპლექტის გარეცხვაა შესაძლებელი, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება, წარმატებით, შეუძლებელია, ასე სარეცხი კარგად ნამდვილად არ გაირეცხება. სველ მდგომარეობაში ხომ სარეცხი ბევრად მეტს იწონის.

ძალიან ბევრი დიასახლისი ლოგინის თეთრეულს და პირსახოცებს ერთად რეცხავს, თუმცა თუ თეთრეული დელიკატური ქსოვილით არის შეკერილი, ამის გაკეთება არ ღირს. პირსახოცის ბუსუსებიანი ზედაპირი აუცილებლად დააზიანებს დელიკატურ ქსოვილს და დაუკარგავს მას სახეს.
ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს იმ შემთხვევაშიც, თუ არასწორად გაქვთ შერჩეული სარეცხი საშუალება. ეცადეთ გამოიყენოთ იმ დოზით, როგორი რეკომენდაციაც არის გაცემული.

კიდევ ერთი ძალიან დიდი შეცდომაა მატრასის დამცავის არგამოყენება. მატრასის დამცავი იცავს როგორც მარტასს, ისე თეთრეულს ზედმეტი დაბინძურებისაგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები