რა თქმა უნდა, ეს არ არის რამე ფორმულა ნახატის, სურათის დაკიდების, ეს უბრალოდ პროფესიონალების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებია მათთვის, ვინც დაბნეულია და არ იცის, სად ჩაჭედოს ლურსმანი. ასე რომ, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს რჩევა ან საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვოთ.
სურათი უნდა დაიკიდოს ისე, რომ მისი დათვალიერება მოსახერხებელი იყოს.
სურათის ცენტრი 140-150 სმ-ზე უნდა მდებარეობდეს. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ადამიანის თვალის დონეზე. თუ ორი ან მეტი ჩარჩოს დაკიდებას აპირებთ, განიხილეთ, როგორც ერთი ობიექტი.
გვერდიგვერდ დაკიდებულ ჩარჩოებს შორის დისტანცია დაახლოებით 5 სმ უნდა იყოს.
10-15 სმ იდეალური
დაშორებაა დივნის საზურგის კიდესა და სურათის ჩარჩოს ქვედა კიდეს შორის.
რამდენიმე საშუალო ან მცირე ზომის სურათი შესაძლოა დაჯგუფდეს ერთი დიდი სურათის ირგვლივ, საერთო ჯამში უნდა მიიღოთ ერთი დიდი ობიექტი.
საშუალო ზომის სურათები შეიძლება დაიკიდოს ერთმანეთის ზემოთ ისე, რომ მათ შორის სივრცე ადამიანის თვალის დონეზე იყოს.
მაღალ ავეჯთან ჰორიზონტალურ ტილოებს კიდებენ და პირიქით, დაბალ ავეჯთან უმჯობესია ვერტიკალური ნამუშევრები განთავსდეს.
განიერი დივნის თავზე ეფექტური იქნება სამი ვერტიკალური ან ერთი ჰორიზონტალური ტილოს განთავსება.
არ არის ლამაზი, როდესაც ფერადი ნახატი, ფოტო, ტილო განთავსებულია ადამიანის თვალის დონის დაბლა ოთახის ცუდად განათებულ ნაწილში.
ასევე არ არის კარგი, როდესაც პატარა ზომის სურათი ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე კიდია, როდესაც პატარა ზომის სურათები ძალიან მაღლა არის განთავსებული ან წვრილნახატებიანი სურათი კიდია მკვეთრი ფერის წვრილპრინტიან შპალერზე.