ამ ნივთების ადგილი აბაზანაში არ არის - ეს უნდა იცოდეთ

ყველა ოჯახის აბაზანაში ნახავთ ნივთებს, რომელიც წესით, იქ თურმე არაფრით არ უნდა ინახებოდეს. საქმე ის არის, რომ აბაზანაში ტენიანობის დონე ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოთახებში. ზოგადად, კარგია თუ აბაზანაში არის კარადა ან უჯრები. ეს ხელს უწყობს ნივთების დაცვას ტენიანობის, ორთქლისა და წყლის წვეთებისგან,  მაგრამ თუ ასეთი შესანახი ადგილი არ გაქვთ, მაშინ გირჩევთ გადაავლოთ თვალი ამ სტატიას და ჩამოთვლილ ნივთებს სხვა ადგილი მიუჩინოთ. 

პირსახოცები, საცვლები, ხალათები

აბაზანაში მხოლოდ ის პირსახოცები შეინახეთ, რომლებსაც იყენებთ. არც ტექსტილისა და შიდა საცვლების ადგილია აბაზანა.
ნესტიანი ქსოვილის კანთან შეხება იწვევს ლორწოვანი გარსის და სასუნთქი ორგანოების გაღიზიანებას.

კოსმეტიკა

აბაზანაში არ უნდა შეინახოთ დეკორატიული კოსმეტიკა, ფუნჯები და მაკიაჟის ღრუბლები. ნოტიო ჰაერი იწვევს მათზე ბაქტერიების ჭუჭყის ნაწილაკების გამრავლებას, რაც სწრაფად მოხვდება თქვენს კანზე და სხვადასხვა ანთებების პროვოცირებას მოახდენს.

კბილის ჯაგრისი

დიახ, სწორად გესმით, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ კომბინირებულ აბაზანაზე. ფაქტია, რომ როდესაც ტუალეტს ვრეცხავთ, ბაქტერიები ჰაერში განიფრქვევიან და შესაძლოა მოხვდეს თქვენს კბილის ჯაგრისზე და შემდეგ ადამიანის სხეულში. ამიტომ თუ ასეთი საერთო აბაზანა გაქვთ, ჯაგრისები აუცილებლად თავსახურებით უნდა გქონდეთ.

წამლები

ბევრი ადამიანი ინახავს მედიკამენტებს აბაზანაში, თუმცა ექიმები მათ შენახვას მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას გვირჩევენ, რათა მედიკამენტები არ გაფუჭდეს.
თუ არ გსურთ ტაბლეტების შენახვის ვადის ან მათი ეფექტურობის შემცირება ნოტიო მიკროკლიმატის პირობებში, პირველადი დახმარების კუთხე სხვა ადგილას მოაწყვეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები