ამბობენ, რომ სამზარეულო არის სახლის გული. მისი მოწყობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.
სამზარეულო, პატარა იქნება ის თუ დიდი, ხშირად აყალიბებს სახლის ტონს - ეს არის ადგილი, რომლის გარეშეც ვერ ვარსებობთ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოს სივრცე იყოს მყუდრო და ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ ხშირად ისე ვართ გართული სახლის სხვა ნაწილების მოწყობით, რომ სამზარეულო გვავიწყდება ხოლმე.
მოდით ვნახოთ, რამე შეიძლება დაარღვიოს სამზარეულოს სიმყუდროვე.
გარეთ დატოვებული პროდუქტები
სამწუხაროდ, ყველას არ მიაჩნია ეს პრობლემად, მაგრამ ამაოდ. ხახვის ან კარტოფილის ღია ტომარა, რომელიც ერთი შეხედვით
შეუმჩნევლად დევს სამზარეულოს კუთხეში, მოსახერხებელია სადილის მომზადების დროს, რადგან ის ხელთ არის. თუმცა, ასეთი საკვები პროდუქტების გარეთ შენახვა ცუდი ჩვევაა, რადგან ეს სამზარეულოს სიმყუდროვეს უკარგავს. უფრო მეტიც, თქვენ რისკავთ, რომ საკვები გაფუჭდება მოკლე დროში.
ჭუჭყიანი ტილოები
ღუმელის სახელურზე სადღაც ჩამოკიდებულ ძველ, ჭუჭყიან სამზარეულოს ტილოს შეუძლია საუკეთესო რემონტიც კი შებღალოს. ბევრი ადამიანი, როგორც წესი, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ქსოვილის ამ პატარა ნაჭერს, მას ხან ფანჯარაზე დაკიდებენ, ხან ზედა კარადაზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, ნებისმიერი სამზარეულოს ტილო იმდენად ჭუჭყიანდება და ილახება, რომ კარგად გარეცხვის შემდეგაც კი აღარ გამოიყურება სუფთად.
შეეცადეთ აირჩიოთ ბამბის ან მიკროფიბერის ჭურჭლის ტილო, ხშირად და სწორად გარეცხეთ და დაკიდეთ ისე, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეს.
ძველი ღრუბლები
სამზარეულოს კიდევ ერთი პატარა ნივთი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება, არის საწმენდი ღრუბელი. ჭუჭყიანი, დიდი ხნის ნახმარი ღრუბელი ნამდვილად არასასიამოვნოა შესახედად და მთლიანად აფუჭბს თქვენი ნიჟარის იერს, რაც არ უნდა გაპრიალებული იყოს და სასიამოვნო სუნი ასდიოდეს. შეცვალეთ სამზარეულოს ღრუბელი თვეში ერთხელ მაინც, თუმცა იდეალურ შემთხვევაში დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ უნდა ცვალოთ. გახსოვდეთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული ღრუბლები ბაქტერიების გამრავლების კერაა.
ღია სავენტილაციო მილი
კარგად დაფიქრდით სამზარეულოს გამწოვის დაყენებამდე, რადგან მას აქვს ღია სავენტილაციო მილი, რომელიც, ალბათ, ადვილი შესაკეთებელია, მაგრამ ცუდად გამოიყურება, როცა დროთა განმავლობაში აუცილებლად აგროვებს ჭუჭყს. იმის გამო, რომ სამზარეულოს გამწოვი ჩვეულებრივ ჭერთან ახლოს არის განთავსებული, ამ მილების გაწმენდა ადვილი არ არის, რის გამოც მტვერი დიდი რაოდენობით გროვდება.
უფრო საინტერესო იდეა იქნებოდა სამზარეულოს გამწოვი პლასტიკური სავენტილაციო არხების სისტემით. მისი სისუფთავის შენარჩუნება ბევრად ადვილია.
ქაოსი მაცივრის კარზე
რა თქმა უნდა, თქვენი შვილის ნახატები ლამაზი და მშვენიერია, მაგრამ მაცივრის კარი მათ გამოსაფენად ყველაზე იდეალური ადგილი არ არის. ამას დაუმატეთ მაგნიტები და სტიკერები - და კარი ძალიან გადატვირთულია, რაც სართო იერსახეს ნამდვილად ქაოტურს ხდის.