ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, ხშირად აუტანელი სიცხე გაუსაძლისი ხდება ხოლმე. თუმცა, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ ამ დისკომფორტის შემსუბუქებაში.
როდესაც გარეთ 30 გრადუსია ან მეტი, ოთახში ყოფნა აუტანელი ხდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ არის კონდიციონერი. გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ აუტანელ სიცხესთან გამკლავებაში.
დავიწყოთ იმით, რომ ჭკვიანურად შერჩეული ფანჯრის აქსესუარები დაგეხმარებათ შეამციროთ ტემპერატურა თქვენს სახლში. ცხელ პერიოდს უფრო მარტივად გადაიტანთ, თუ იზრუნებთ იმაზე, რომ ოთახში რაც შეიძლება ნაკლები მზე შემოვიდეს. საამისოდ პირველი ნაბიჯი ორმაგი მინის ფანჯრების მცირე მოდერნიზაციაზე
ფიქრი გახლავთ. მაგალითად, ჟალუზები, დარაბები, აივანზე ან ტერასაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ქოლგა, იგივე, შეზლონგი.
დილით, როდესაც ტემპერატურა ნელ-ნელა იწყებს მატებას, დახურეთ ფანჯრები, გადაწიეთ ფარდები ან ჩამოწიეთ ჟალუზები. ეს რჩევა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისი ფანჯრები სამხრეთისკენაა მიმართული.
კიდევ ერთი რჩევაა, მინიმუმამდე შეამციროთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება. განსაკუთრებით ცხელ დღეებში შეეცადეთ ელექტროტექნიკა მხოლოდ მაშინ ჩართოთ, როცა აუცილებელი იქნება, რადგან ის გამოიმუშავებს ენერგიას და ასხივებს სითბოს, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ტემპერატურას. გამორთოთ ყველა მოწყობილობა, რასაც არ ხმარობთ კონკრეტულ მომენტში (მაგალითად, ტელევიზორი ან დესკტოპ კომპიუტერი).
გარდა ამისა, გირჩევთ სიცხეში თავი აარიდოთ კულინარიულ ექსპერიმენტებს. ჩართული ღუმელი საგრძნობლად ზრდის ტემპერატურას სამზარეულოში.
არანორმალურ სიცხეს შეგიძლიათ თავი მზის "დაბლოკვით" დააღწიოთ. თუ რაიმე მიზეზით ვერ იყიდით ჟალუზებს, შეგიძლიათ ფანჯრებზე დაკიდოთ მსუბუქი ფარდები.
ფარდები და ტექსტილი ზაფხულში უმჯბესია იყოს ღია ფერის, რადგან მუქ ფერებს აქვთ სინათლის შთანთქმის და სითბოს დაგროვების თვისება. საღამოს, როდესაც როცა გარეთ ტემპერატურა დაეცემა რამდენიმე ოთახში ერთდროულად გააღეთ აივანი და ფანჯრები და გაანიავეთ სახლი, რათა სუფთა ჰაერი კარგად დატრიალდეს.
ძილის წინ აუცილებლად გაანიავეთ საძინებელი დაძინებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე. მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი სითბო ოთახს დატოვებს. ფანჯარა ღამე ღია დატოვეთ.
სიცხის დროს ჰაერი შრება, რაც ხელს გვიშლის სუნთქვაში. პროფესიონალური დამატენიანებლის შეძენა მნიშვნელოვნად გაამარტივებს თქვენს ცხოვრებას. მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძლია ასეთი შესყიდვის საშუალება, არსებობს ბიუჯეტური მეთოდებიც. ამისათვის საჭიროა ზეწრები ან პირსახოცები ცივი წყლით დაასველოთ და დაკიდოთ რადიატორებზე. ასევე შეგიძლიათ წყლით სავსე კონტეინერი მოათავსოთ ღია ფანჯრის ან აივნის კართან - მზის ზემოქმედებით წყალი აორთქლდება და დაატენიანებს ჰაერს.
და ბოლოს, ყველაზე ეფექტური მეთოდია კონდიციონერი, რომელიც იდეალურად გაგარილებთ.
უფრო ხელმისაწვდომი გზაა ვენტილატორი. თუ ვენტილატორის გვერდით ორ ბოთლ ცივ წყალს მოათავსებთ, კიდევ უფრო მეტად გაგრილდებით.