სარეცხის მანქანები, თუნდაც ყველაზე ძვირად ღირებული და თანამედროვე, მაინც აგროვებს ობსა და ჭუჭყიან ნალექს, რაც იწვევს უსიამოვნო სუნს. გარკვეულ ზომებს თუ არ მიმართეთ, სუნი მხოლოდ გაძლიერდება და დროთა განმავლობაში ტანსაცმელს გარეცხვის შემდეგ ხელახლა გარეცხვა დასჭირდება.
სუნი შეიძლება უბრალოდ გამოწვეული იყოს იმით, რომ სარეცხი მანქანა თავისთავად ახალი აღარ არის და მას სათანადოდ არ უვლიდით. დროთა განმავლობაში მოწყობილობის კედლებზე, სარეცხი საშუალების დისპენსერში შეიძლება დაგროვდეს ობის და ლორწოვანი ნალექები. ეს პროცესი შეიძლება დაჩქარდეს, თუ მანქანას არასწორად იყენებთ: არ წმენდთ დოლურის რეზინს, ყოველთვის ხურავთ
მანქანის კარს, ხშირად ტოვებთ მანქანაში გარეცხილ სარეცხს, გადატვირთავთ მანქანას, იყენებთ ბევრ სარეცხ საშუალებას ან კონდიციონერს, იშვიათად რეცხავთ ფხვნილის უჯრას.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია მანქანის განთავსების ადგილიც.
ზოგადად, სარეცხი მანქანა შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო შორს იქნება მანქანის წყლის გამტარი მილები კანალიზაციის კვანძისგან, მით უფრო რთული იქნება მისი დაკავშირება, შესაბამისად, - შეიძლება უფრო ხშირად შეგაწუხოთ უსიამოვნო სუნმა.
უსიამოვნო სუნი შეიძლება გამოიწვიოს ასევე დაჩქარებული რეცხვის რეჟიმის მუდმივმა გამოყენებამ და დაბალ ტემპერატურაზე რეცხვამ.
თუ სარეცხს ყოველთვის ცივ წყალში რეცხავთ სწრაფი რეცხვის რეჟიმით, გირჩევთ შეცვალოთ მიდგომა და კვირაში ერთხელ მაინც განახორციელოთ სრული, მაღალი ტემპერატურის რეცხვის ციკლი. მუდმივი ცივი რეცხვის რეჟიმის გამოყენების შედეგად მანქანაში მრავლდება ბაქტერიები, რომელიც თავს იყრის მანქანის დოლურაში, ფხვნილის ჩასაყრელში, რეზინში და ლუქის მინაზე.
ფხვნილის ნარჩენებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს მანქანაში ობისა და სოკოების გამრავლება, რაც საბოლოოდ ცუდი სუნის წარმოქმნის მიზეზია.
რა უნდა გავაკეთოთ ობის სუნის მოსაშორებლად?
გამოიყენეთ რეცხვის სრული ციკლი ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე, დაამატეთ ქლორის მათეთრებელი. კარგი იქნება სარეცხი მანქანის პროფილაქტიკური გაწმენდა რეგულარულად, თვეში ერთხელ, ის მოკლავს მავნე მიკროორგანიზმების უმეტესობას და დიდი ალბათობით გაანადგურებს უსიამოვნო სუნს.
შეამოწმეთ დოლურის რეზინი, სარეცხი საშუალებების დისპენსერი, ფილტრი და სანიაღვრე შლანგი.
ჩაასხით ორი სუფრის კოვზი ძმარი ფხვნილის უჯრაში და ჩართეთ ყველაზე გრძელი ციკლი 90° ტემპერატურაზე, სარეცხის გარეშე. დაწყებიდან ათი წუთის შემდეგ სარეცხი მანქანა გამორთეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში და ისე გააჩერეთ. ძმარი ხელს უწყობს კირის და ნალექის ამოღებას სანიაღვრე შლანგის შიგნიდან და დეზინფექციას უკეთებს მანქანას.
შეგიძლიათ ასევე 5-7 სუფრის კოვზი სოდა მოათვსოთ ფხვნილის განყოფილებაში და ჩართოთ სარეცხი მანქანა. მნიშვნელოვანია, რომ წყლის ტემპერატურა არ აღემატებოდეს 30°-ს. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ უნდა გარეცხოთ მანქანა ძმრით 60° ტემპერატურაზე.
4 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა ჩაყარეთ ფხვნილის განყოფილებას და ჩართეთ სრული სარეცხი ციკლი დამატებითი რეცხვის ფუნქციით.
სარეცხის მანქანის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე სპეციალიზებული პროდუქტების ნადების და ობის წინააღმდეგ. პროდუქტი თავსდება ფხვნილის დისპენსერში ან მანქანის დოლორაში. დანარჩენი ნიუანსები შეგიძლიათ ნახოთ ინსტრუქციაში.