ყოველდღიური სტრესი ყველა ადამიანის ცხოვრებაშია და თავის კვალსაც ტოვებს: განუწყვეტელი ზარები, ასობით შეტყობინება მესინჯერებში, სამუშაო შეხვედრები, საყოფაცხოვრებო საქმეები - ყველაფერი ეს ჩვენს ნერვულ სისტემას დიდ დარტყმას აყენებს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში სიმშვიდესა და ჰარმონიაში იყოს, რათა რესურსების აღდგნა მოახერხოს.
განათება
იმისათვის, რომ შეიქმნას ადამიანის ორგანიზმისთვის ხელსაყრელი მშვიდი, ჰარმონიული გარემო, პირველ რიგში აუცილებელია სწორი განათების უზრუნველყოფა. კაშკაშა განათება ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დღეა და შესაბამისად, აქტივობის დროა, ამიტომ გირჩევთ განათების ისეთ სისტემს, რომლის
დარეგულირებაც შესაძლებელი იქნება.
ჭერის და იატაკის განათება
დაამატეთ სივრცეს ალტერნატიული ვარიანტი სუსტი, თბილი განათებისთვის, ეს შეიძლება იყოს ჭერის ან იატაკის განათება. ასეთი განათების ორგანიზებისას მნიშვნელოვანია, რომ სინათლის წყარო არ აღიზიანებდესს თვალებს. რაც უფრო თბილია განათება, მით უფრო სწრაფად მისცემს ტვინის სიგნალს მელატონინის გამომუშავების შესახებ.
კიდევ ერთი შესანიშნავი გამოსავალი იქნება მკრთალი განათება საწოლის ბოლოში, რომელიც ჩაირთვება მოძრაობის სენსორით. ის არ შეგაწუხებთ ძილის დროს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გაანათებს ოთახს. ის გარიჟრაჟს წააგავს, ნაზად გამოგიყვანთ ძილისგან.
ჩამოფარებული ფარდები
ყველამ დიდი ხანია იცის, რომ ძილი ჯანმრთელობის გასაღებია და კარგი ძილისთვის, მისი ფაზების სწორი მონაცვლეობით, აუცილებელია სრული სიბნელე. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მბჟუტავი ნათურები, როგორიცაა დამატენიანებელი, არ უნდა ანათებდეს თქვენი მიმართულებით. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ გადამრთველები ლედ განათებით. მით უმეტეს, ქუჩიდან შემოსულმა სინათლემ არ უნდა შეაფერხოს ადამიანის ჯანსაღი ძილი, ამიტომ გამოიყენეთ სქელი ფარდები საძინებელში.
ხარისხიანი ლოგინის თეთრეული
მყუდრო სახლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია თეთრეული. უპირატესობა მიანიჭეთ მხოლოდ ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. სინთეზური ქსოვილები ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმს მოდუნებაში. რა თქმა უნდა, თეთრეულის მასალა სასიამოვნო უნდა იყოს შეხების დროსაც, ისევე როგორც ყველა სხვა ზედაპირი თქვენს ანტისტრესულ ბინაში. აირჩიეთ ყველაფერი ისეთი, რისი შეხებაც გსიამოვნებთ.
იატაკის საფარი
ფეხშიშველი სიარული ძალიან სასარგებლოა ფეხებისთვის, განსაკუთრებით ისეთ ზედაპირზე, რომელსაც ოდნავი რელიეფი მაინც აქვს, ამიტომ გამოიყენეთ ტექსტურირებული ფაიფურის ფილები. საცხოვრებელ ოთახებში უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ საფარებს, როგორიცაა პარკეტი და ხე.
კიდევ ერთი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გამოსავალი არის კორპის იატაკი. ეს არის კორპის მუხის ქერქისგან დამზადებული სრულიად ბუნებრივი მასალა, რომელსაც აქვს მრავალი უპირატესობა: ის ყოველთვის თბილია შეხების დროს, არის ჰიპოალერგიული, ასევე ვიზუალურად ძალიან ეფექტურია.
კომფორტული აბაზანა
აბაზანა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, სადაც ვიწყებთ და ვამთავრებთ ჩვენს დღეს. ტაქტილურად სასიამოვნო ფაიფურის ქვა, ალტერნატიული განათების ვარიანტები, ბუნებრივი ტექსტილის ქსოვილები - ყველა ეს რეკომენდაცია, რაც ზემოთ ითქვა, რა თქმა უნდა, აბაზანაზე ვრცელდება.
ღია სივრცე
დღესდღეობით ღია სივრცის დაგეგმვის გადაწყვეტილებები ძალიან პოპულარულია. სივრცე და ბევრი ჰაერი მშვენიერია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ პატარა მყუდრო ადგილების მოწყობა: მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კომფორტული სკამი, რომელშიც ძალიან სასიამოვნო იქნეებ ფინჯანი გემრიელი ჩაის მირთმევა.
სისუფთავე სახლში
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მოწესრიგებული სახლია. არეულ სახლში დასვენება გამორიცხულია. ცხოვრებაში არეულობა თქვენს თავში არეულობაა. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, თუ გსურთ გქონდეთ მშვიდი გონება და მშვიდი ფსიქიკა, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ წესრიგი თქვენს სახლში.