10 ყველაზე უსარგებლო და რთულად მოსავლელი რამ სახლში - დროა მოიშოროთ თავიდან

რატომ უნდა გადააგდოთ ზოგიერთი დეკორატიული ელემენტი ინტერიერის მოწყობის დროს?
ხანდახან სახლში ავეჯის, გადასაფარებლებისა და აქსესუარების არჩევანი ჩვენი უჩვეულო დიზაინერული გადაწყვეტილებებით არის განაპირობებული. ეს გახლავთ "კრეატიული" მიდგომა, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პრაქტიკულ მიდგომას და რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ინტერიერის რომელი ელემენტებია ყველაზე რთულად მოსავლელი და რატომ არ უნდა აირჩიოთ ისინი?

ხის იატაკი სამზარეულოში

ეს შესაძლოა შესანიშნავ ვარიანტად მიიჩნეოდეს ეკო მასალების მოყვარულთათვის, მაგრამ ასე არ არის. ხე არ არის ტენიანობის ამტანი მასალა. საჭმლის მომზადებისას ცხიმი დნება სამზარეულოს ზედაპირებზე, ოთახში ტემპერატურა იმატებს,
რაც უარყოფითად მოქმედებს ხის ზედაპირებზე. თუ მაინც გსურთ ხის იატაკი, 1-2 წელიწადში ერთხელ მოგიწევთ საფარის განახლება. ეს გამოსავალი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულო შერწყმულია მისაღებ ოთახთან და ხის საფარს შესაბამისი მოვლა ექნება.

თეთრი დივანი მისაღები ოთახში
თეთრი ფერი ინტერიერში, განსაკუთრებით პატარა ბინაში, უნივერსალური გადაწყვეტაა. თუმცა, თეთრი ავეჯი ძალიან არაპრაქტიკულია. უმჯობესია აირჩიოთ ნებისმიერი სხვა ღია ფერი, მაგალითად, კრემისფერი.

შავი პრიალა ფასადი
როდესაც ინტერიერში ფუფუნება უნდათ ხოლმე, ბევრი ირჩევს შავ ფერს, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ არის შესაფერისი სამზარეულოს ზედაპირებისთვის, განსაკუთრებით პრიალა ვერსიაში. ასეთი სამზარეულო მუდმივად უნდა იყოს სუფთა. გარდა ამისა, პრიალა უკვე გადავიდა მოდიდან.

შუშის ავეჯი ან სანტექნიკა

ძალიან შთამბეჭდავი ავეჯია, მაგრამ ისეთივე თავისებური და რთულად მოსავლელია, როგორც პრიალა ფასადები. სამზარეულოში მინის მაგიდა მუდმივად გასაწმენდი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში პატარა ბავშვები არიან.

გრძელბეწვიანი ხალიჩა
ასეთი ხალიჩები ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო ბავშვთა ოთახებისთვის, რადგან ძალიან ნაზი და სასიამოვნო ჩანს, თუმცა გარეგანი მიმზიდველობის მიღმა არაპრაქტიკულობა ნივთი იმალება. განსაკუთრებით არ უნდა გამოიყენოთ ასეთი ხალიჩები სკოლამდელი ასაკის ბავშვების ოთახებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალიჩის გრძელ ბეწვში შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი, საკვებიდან დაწყებული სათამაშოების პატარა ნაწილებით დამთავრებული.

სარკეები სამზარეულოში
სარკის ფილები კლასიკური სტილის ინტერიერისთვის ძალიან მოსახერხებელი გადაწყვეტაა. ის შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ სამზარეულოში მისი გამოყენება ძალიან არაპრაქტიკულია პრიალა ფასადების ან მინის მაგიდების მსგავსად, რადგან სარკის ზედაპირი ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს.

ღია თაროები
ზოგჯერ ღია თაროები ინტერიერის უნივერსალური გადაწყვეტაა, მაგრამ იცოდეთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ თაროების მუდმივად კონტროლი და დალაგება მოგიწვეთ. სწორედ ამ ამ მიზეზით თანამედროვე ინტერიერი ორიენტირებულია დახურულ შესანახ სისტემებზე.

ღია ტანსაცმლის საკიდი
ეს ვარიანტი ერთი შეხედვით ძალიან პრაქტიკულის, განსაკუთრებით მოზარდებისთვის - ყველაფერი თვალსაჩინოა, დალაგებაც ვითომ ბევრად მარტივია, მაგრამ ტანსაცმელს მტვერი ედება. აბსოლუტურად მიუღებელია მისი გამოყენება ისეთ სახლში, სადაც ცხოველები არიან, რადგამ მტვერსა და ბეწვს ვერ აუხვალთ.

რბილი სკამები სამზარეულოში
ასეთი სკამები ძალიან ლამაზია და მდიდრულადაც გამოიყურება, მაგრამ არა სამზარეულოში, რადგან ამ შემთხვევაში სისუფთავის შესანარჩუნებლად აუცილებლად მოგიწევთ წელიწადში ერთხელ ქიმწმენდის შეკვეთა.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები