თუ ღამე ცუდად გძინავთ, დილით თავს არაჯანსაღად გრძნობთ, შესაძლოა მიზეზი თქვენი საძინებლის ინტერიერი იყოს. მოდით ვნახოთ, რამ შეიძლება დაარღვიოს თქვენი ჯანმრთელი ძილი.
ეს შეიძლება იყოს მელატონინის ნაკლებობა, მელატონინი კი გამომუშავდება მხოლოდ კარგად ჩაბნელებულ სივრცეში, ასე რომ, თუ თქვენი საძინებელი არ არის სათანადოდ ჩაბნელებული, თქვენი უძილობის მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს იყოს, გირჩევთ საძინებელში იქონიოთ სქელი ფარდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გადაწევთ და ოთახს სათანადოდ ჩააბნელებთ.
აუცილებლად შეგიშლით ხელს ჩაძინებაში ოთახში ტელევიზორი ან სხვა ტექნიკა. საძინებელი ის ადგილია, სადაც ადამიანი ბოლომდე მოდუნებას უნდა
ახერხებდეს და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.
ასევე აკონტროლეთ ტემპერატურა, სივრცეში, სადაც უნდა დაიძინოთ, არც უნდა ცხელოდეს და არც უნდა ციოდეს, ასევე ძილის წინ აუცილებლად კარგად უნდა გაანიავოთ. ოპტიმალური ტემპერატურა 16-20 გრადუსი გახლავთ. ასევე მნიშვნელოვანია ლოგინის თეთრეული, რომელიც აუცილებლად ბუნებრივი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ სად იქნება განთავსებული თქვენი საწოლი, სასურველია თავი კედელთან ჰქონდეს, ყურადღება მიქციეთ, რომ არ იქმნებოდეს ორპირი.
ასევე სასურველია საძინებელი, თბილ, ნეიტრალურ ტონებში გქონდეთ, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.
და ბოლოს. ეცადეთ, რომ თქვენი საძინებელი იყოს მაქსიმალურად პრივატული, სივრცე, რომელშიც აბსოლუტურად მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ თავს და ამაში ხელს არავინ და არაფერი შეგიშლით.