თუ საწოლში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, დაუფიქრებლად მოიშორეთ თავიდან. საწოლი თქვენი საძინებლის მთავარი მახასიათებელია. მასში დღეში საშუალოდ 7-9 საათს ატარებთ. ამიტომაც მასში ყველაფერი უნდა გაკმაყოფილებდეთ.
შევთანხმდეთ, რომ სარკეების ადგილი საძინებელში არ არის! სარკიანი მაგიდა ან დიდი პანორამული სარკეები ჭერზე - უარი თქვით ამ მოძველებულ ტრადიციებზე. საძინებელში არ არის საჭირო სარკეები. ის ირეკლავს ნათურების შუქს, ქუჩის შუქს და ხელს უშლის ძილს. მეორეც, სარკე უარესია, ვიდრე სოციალური ქსელები და ფეისბუქი. საძინებელში სარკე "ჭამს" თქვენს დროსა და ნერვებს.
დიდი ზომის კარადები უამრავი უჯრით და
საძინებელი უნდა იყოს ნათელი და სუფთა, მასში ყოველთვის უნდა იყოს სუფთა ჰაერი. მასიურ ფარდებთან ერთად, ხალიჩა მყუდრო საძილე სივრცის ნომერ პირველი მტერია. ის აგროვებს მტვერს და მასში პარაზიტები ცხოვრობენ. ასევე დიდი შეცდომაა საძინებელში ხალიჩის კედელზე დაკიდება, თუ ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი საძინებელი ხალიჩის გარეშე, აირჩიეთ პატარა ხალიჩები, რომლებიც ადვილად ირეცხება და იწმინდება.
და ბოლოს, არ არის საჭირო საინებელში იქონიოთ ფუმფულა სათამაშოები. მაქსიმალურად გაათავისუფლეთ თქვენი საძილე ადგილი რბილი სათამაშოებისგან: დათუნიების და ფისუნიები ნაცვლად, უმჯობესია საძინებელში მოათავსოთ რამდენიმე ქოთანი მცენარეებით: ისინი ამშვიდებენ, aამდიდრებენ ჰაერს ჟანგბადით და "ფილტრავენ" მას მიკროორგანიზმებისა და მავნე ნივთიერებებისგან.