განწყობა ოჯახში დამოკიდებულია არა მხოლოდ პრობლემების არარსებობაზე და ფინანსურ კეთილდღეობაზე, ზოგჯერ თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაც ისე არ არის, ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, მომატებულ აქვთ შფოთი, დეპრესია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ხანდახან დამოკიდებულია ჩვენს გარშემო არსებულ ობიექტებზე, ნივთებზე. სახლი ხომ ჩვენი ციხესიმაგრეა, ჩვენი ნავსაყუდელია და ამ ციხესიმაგრეში არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი და უარყოფითი ენერგია. მოდით ვნახოთ, რამ შეიძლება იმოქმედოს ნეგატიურად ადამიანის მდგომარეობაზე და გამოიწვიოს დეპრესია.
გაფანტული დოკუმენტები
უშუალოდ სამუშაო ქაღალდები ადამიანს დეპრესიაში არ აგდებს,
თუმცა თუ ისინი მუდამ მიმოფანტულია და უწესრიგოდაა, შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი და შფოთვა, რაც თავისთავად განაპირობებს შემდგომ დეპრესიას. ყველგან მიმოფანტული ქაღალდები, სამუშაო სიტუაცია მაგალითად, საძინებელში აუცილებლად შეგიშლით ხელს მოდუნებაში. რაც უფრო მეტი ფურცლები გექნებათ მომოფანტული სახლში, მით მეტად დაისტრესებით.
ბევრი სარკე
ბევრი სარკე, გარდა იმისა, რომ თვითშეფასებაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ყოველ ჯერზე ავტომატურად ვუყურებთ საკუთარ თავს და ყველა სიტუაციაში საკუთარი თავის დანახვა სულაც არ არის სასიამოვნო, ასევე ბევრ ადამიანს უქმნის განცდას, რომ მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.
გამხმარი ყვავილები
ყვავილები ქოთანში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფლორა, სიცოცხლის სიმბოლოა. მაგრამ თუ ოთახის მცენარე უსიცოცხლოდ გამოიყურება ან, უარესი, უკვე მკვდარია, მისი დანახვაც კი დამთრგუნველია ადამინისთვის. მკვდარი მცენარე სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ სახლიდან.
არეულობა კარადებში და თაროებზე
ხშირად ხდება ხოლმე, რომ სამუშაო კვირის განმავლობაში მოუცლელი დიასახლისები ნივთებს კარადებში შეყრია, თვალს რომ მოაშორონ, შედეგად არეულობა გარედან გადაინაცვლებს შიგნით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრებაში ქაოსის განცდა, მასში წესრიგის ნაკლებობა. ამიტომ გირჩევთ, გამოყავით დრო, მოაწესრიგეთ კარადები, მაგიდის უჯრები და თაროები. გადაწმინდეთ მტვერი, გადაყარეთ ზედმეტი ნივთები და იგრძნობთ, როგორ გაგიადვილდებათ სუნთქვა და ცხოვრება უფრო მხიარული გახდება.
გაბარიტული ავეჯი შეზღუდულ სივრცეში
დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე გადატვირთული სივრცე, რომელშიც თავისუფლად სუნთქვა შეუძლებელია. ამიტომ, თუ მსგავსი მოცემულობა გაქვთ, ეცადეთ განტვირთოთ სივრცე და შეიგრძნოთ სიმსუბუქე.
უსარგებლო ჭურჭელი
ყოველ მესამე სახლში შეხვდებით ისეთ ჭურჭელს, რომელიც მხოლოდ დღესასწაულებზე გამოიყენება და წლიდან წლამდე ხელუხლებლი დევს. ასეთი ჭურჭელი ან გააჩუქეთ, ან გამოიღეთ და ყოველდღიურად მოიხმარეთ, ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ. გახსოვდეთ, სახლში ყველა ნივთი უნდა ასრულებდეს გარკვეულ ფუნქცის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაფერში გჭირდებათ.
წყობიდან გამოსული ნივთები
ნივთები, რომელიც გაფუჭდა, იქნება ეს ტექნიკა თუ სხვა რამ, და არ კეთდება ან არ გიღირთ მისი გაკეთება, სასწრაფოდ გადაყარეთ და გაათავისუფლეთ სივრცე. ნახავთ, რომ თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ.
გაფუჭებული საათი
არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება საათი, უბრალო თუ ანტიკვარული, თუ ის არ მუშაობს, აუცილებლად უნდა შეაკეთოთ ან მოაშოროთ სახლიდან, გაფუჭებული საათი ოთახში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააჩეროთ.