რამდენად ეკონომიურია მზის პანელები და რა ღირს მათი დამონტაჟება საქართველოში



თორნიკე დარჯანიამ 300ვტ სიმძლავრის მზის პანელები საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე თავად დაამონტაჟა. პანელებს 20ვტ-იანი ნათურის შემთხვევაში 15 მათგანის, ხოლო 60 ვტ-იანის შემთხვევაში 5 მათგანის განათება შეუძლია, შესაბამისად, ელექტროენერგიის გადასახადის დაზოგვა ხდება.

მზის პანელის ასაწყობად, თორნიკე დარჯანიას დაახლოებით 1 საათი დასჭირდა. მისი თქმით, მზის პანელის აწყობა-დამონტაჟების ღირებულებამ, დაახლოებით, 150$ შეადგინა, თუმცა, გამზადებული პანელი რომ გამოეწერა, დაახლოებით 500$-ს გადაიხდიდა.

"მზის პანელის ფუქნციონირების რამდენიმე ტიპის სისტემა არსებობს. დენი, გამომუშავების შემდეგ, უნდა მოიხმარო, აკუმლატორში დააგროვო ან გასცე. როდესაც ელექტროენერგია არ გესაჭიროება და გამორთული გაქვს, მზის
პანელები ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებს, ამ დროს დენი იკარგება, მისი აკუმლატორში დაგროვება კი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როდესაც ელექტროენერგიას გამოიმუშავებ, მაგრამ არ მოიხმარ, შეგიძლია ის ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩაუშვა და საჭიროების შემთხვევაში ის უკან დაგიბრუნდება.

მაგალითად, თუ მე ქსელს 1 500 ვტ ელექტროენერგიას მივცემ, მზე რომ ჩავა და მზის პანელები ფუნქციონირებას შეწყვეტს, მე დენს მოვიხმარ საერთო ქსელიდან და 1 500 ვტ უკან დამიბრუნდება, ისე რომ ელექტროენერგიის გადასახადზე არ აისახება,"-აღნიშნავს თორნიკე დარჯანია.

ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართვის შემთხვევაში, "სემეკის" მიერ შემუშავებული ანგარიშსწორების მიხედვით, ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება საანგარიშო წლის ბოლო თვეს კონკრეტული გამანაწილებელი კომპანიის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარფში გათვალისწინებული შესყიდული ელექტროენერგიის ფასით მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ მიწოდებული ენერგია, ქსელიდან მოხმარებულზე მეტია, მიწოდებული ჭარბი ენერგია მომდევნო თვის ანგარიშსწორების ქვითარში აისახება, ხოლო თუ პირიქით მოხდა, მომხმარებელი გამანაწილებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას სხვაობის შედეგად მიღებული ენერგიის რაოდენობაზე ახდენს.

აღნიშნული დადგენილება 8 თვის წინ ამოქმედდა, შესაბამისად, თუ ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებთ, შეგიძლიათ, გაყიდოთ კიდეც.

მზის პანელების არამხოლოდ ნათურების ასანთებად, არამედ წყლის გასაცხელებლად გამოყენებაც შეგიძლიათ.

გაგრძელება

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები