საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ცის ყვითელი შეფერილობა სამხრეთიდან ჰაერის ნაკადით წამოსულ ქვიშას უკავშირდება. ამის შესახებ ნიორაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
”ცის ყვითელი ფერი არაფერს მოულოდნელს არ უკავშირდება. დღეს თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ცა ოდნავ ყვითლად არის შეფერილი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. სავარაუდოდ, სამხრეთის რეგიონიდან ჰაერის ნაკადმა ქვიშა წამოიღო და ჰაერში ახლა ყვითელი ფერის ქვიშაა, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია ცის ყვითელი შეფერილობა. საშიში არაფერია”, - განაცხადა ნიორაძემ.
ეს მოვლენა თბილისში პირველად არ დაფიქსირებულა. 2011 წელს ქვიშის ნაწილაკების გამო დედაქალაში ტალახიანი წვიმა მოვიდა. შესაძლოა, ეს
ლვლავ განმეორდეს, რადგან დღის განმავლობაში წვიმას ვარაუდობენ. რაც მთავარია, საშიში და უცნაური ამაში არაფერია, დროულად მოარიდეთ წვიმას სამოსი და ნივთები, რათა არ დალაქავდეს.