უნდა ველოდოთ თუ არა მზის "გამოჩენას" და ტემპერატურის მატებას - უახლოესი დღეების პროგნოზი


პანდემიას, შეზღუდვებს, სოციალურ გაჭირვებასა და მასობრივად მძიმე ემოციურ ფონს კიდევ ერთი უსიამოვნება დაერთო - რამდნიმე კვირაა საქართველოში მზეს არ "გამოუხედავს". გაუთავებელი ღრუბელი და "უჟმური" ამინდი ისედაც დამძიმებულ ადამიანებს კიდევ უფრო უქვეითებს გუნება-განწყობას.
სამწუხაროდ, არც მომდევნო უახლოესი დღეების პროგნოზი ჩანს საიმედო. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით იმატებს, თუმცა კვლავ ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგჯერ წვიმიანი ამინდებიც გველოდება.
ზოგადად კი ექსპერტები განსაკუთრებით მკაცრ ზამთრის სეზონს არ ელოდებიან. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს
ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი იქნება, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე.

უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასე გამოიყურება:
თბილისი:

ქუთაისი:

ბათუმი:

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები