ვერტიკალური ბაღი: სასარგებლო რჩევები და საინტერესო იდეები

ვერტიკალური ბაღი გახლავთ თანამედროვე ტრენდი, რომელიც ადამიანებს არა მარტო ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს, არამედ სასარგებლოც არის.
როგორც წესი, ეს მეთოდი გამოიყენება ფასადებისა და შენობების კედლების გასამწვანებლად. თუმცა, ეს თანამედროვე ტრენდი ინტერიერის დიზაინერებმაც სათანადოდ შეაფასეს და ბინების დიზაინშიც წარმატებით იყენებენ.

1. ვერტიკალური ბაღის შესაქმნელი ძირითადი იარაღები

ვერტიკალური ბაღის გაკეთება ძალიან მარტივად და მინიმალური დანახარჯებით არის შესაძლებელი და რაც მთავარია, საკუთარი ხელით. ყველაზე იოლო ვარიანტი ბაზად ხის პალეტის გამოყენებაა, რომლის შეძენაც ნებისმიერ სამშენებლო მასალების მაღაზიაშია შესაძლებელი. ასევე
დაგჭირდებათ ავეჯის სტეპლერი, სქელი ქაღალდი, ჩაქუჩი და ლურსმნები. რაღა თქმა უნდა, დამატებით ყვავილები, იქნება ეს ოთახის მცენარე თუ ბაღის. ასევე უნდა იქონიოთ ბადე, რომელიც გრუნტის დამცავ ფუნქციას შეასრულებს.

2. ვერტიკალური ბაღის ძირითადი ნაწილის ფორმირება

პირველ რიგში საგულდაგულოდ უნდა დამუშავდეს ხის პალეტი, რათა ის სრიალა იყოს და ხელი არ დაიზიანოთ. საამისოდ დაგჭირდებათ მისი გაქლიბვა სპეციალური ქაღალდით. ამის შემდეგ პალეტის გვერდები და კედელი კარგად უნდა გადაიჭიმოს სპეციალური დამცავი მასალით, რომელიც გრუნტს დაიცავს. სასურველია დამცავი ფენა იყოს ორმაგი. აღნიშნული მასალა სტეპლერით უნდა დამაგრდეს. ამის შემდეგ პალეტი ზურგით კედელს უნდა მიაბჯინოთ.

3. ყვავილების დათესვა

ნაყიდი გრუნტი თანაბრად უნდა გადაანაწილოთ პალეტში და კარგად ჩატკეპნოთ. მცენარეები ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა განთავსდეს, რათა მათი ფესვთა სისტემები ერთმანეთს შეერწყას და ერთმანეთი დაიჭირონ ამ მათთვის უჩვეულო მდგომარეობაში. იმისათვის, რომ ყვავილები კარგად შეერწყან ერთმანეთს, პალეტი მინიმუმ ორი კვირა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გააჩეროთ. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მისი კედელზე განთავსება. ვერტიკალურ მდგომარეობაში განთავსებულ ყვავილებს ხშირი მორწყვა სჭირდებათ, რადგან ასე მიწა ბევრად მალე შრება.


4. ფიტოკედელი ქუჩაში

ფიტოკედელი შეიძლება გაკეთდეს ეზოშიც და ტერასაზეც.

5. უჩვეულო განთავსება

სურვილისა და მონდომების შემთხვევაში მცენარეებით შეიძლება შეიქმნას უჩვეულო, ორიგნალური კომპოზიცია.

6. სწორი განათება

კედელზე განთავსებული ბევრი მცენარე უნიკალურ ეფექტს ქმნის, თუმცა მათ სათანადო, კარგი განათებაც სჭირდება. თუ ოთახში ბუნებრივი, ძალიან კარგი განათება არ გაქვთ შეგიძლიათ ხელოვნური სანათები მოიშველიოთ.

7. ელეგანტური გადაწყვეტილება

არ არის აუცილებელი, ფიტოკედელი წარმოადგენდეს ერთ უწყვეტ კომპოზიციას. ის შეიძლება დაანაწევროთ და ისე განათავსოთ.

8. ვერტიკალური კედლის ბიუჯეტური ვარიანტი

მსგავსი კედლის გასაკეთებლად პლასტმასის ბოთლები დაგჭირდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები