როგორი ამინდები გველოდება მარტში - ერთი თვის ამინდის პროგნოზი



მარტის თვეში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით ნაკლები იქნება და ყინვებიც გველის - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა.

"ღამის საათებში მინიმალური ტემპერატურის დაკლებასაც ვვარაუდობთ უარყოფით ნიშნულამდე. დასავლეთ საქართველოს დაბლობში შესაძლოა მარტის პირველ ნახევარში ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი -9 გრადუსამდე. მარტის პირველ ნახევარში ნორმაზე მეტი ნალექიცაა ნავარაუდევი, მაღალმთიან რაიონებში თოვლი. განსაკუთრებით საშიშია ყინვა მაშინ, როცა უკვე ყველაფერი აყვავებულია.
მარტის მეორე ნახევრიდან თბილი დღეებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღის საათებში 28
გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა,
აღმოსავლეთ საქართველოში კი 22-24 გრადუსამდე. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, ხვალიდან, 22 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი მთელ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში 22 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა, აღმოსავლეთ საქართველოში 18 გრდუსამდე, ხოლო თბილისში 14-16 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25 თებერვლიდან ამინდი იცვლებ, ნალექი და ტემპერატურის დაკლებაა ნავარაუდევი."- გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები