თუ სახლში შეშის დასალაგებელი ადგილი გაქვთ ...
შეშის ღუმელის გაგონებაზე ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ ძველი სოფლის სახლი, გვერდით მჯდომი ადამიანი, რომელიც შეშას უკეთებს, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს. დიახ, იმ დროს, როდესაც არც გაზი იყო და არც ელექტროენერგია იმისთვის, რომ ადამიანი არ გაყინულიყო, მოიგონეს შეშის ღუმრლი, რომ სახლის ერთი ოთახი მაინც გაეთბოთ.
შეშის ღუმელის უმთავრესი ღირსება ის გახლავთ, რომ მას შეუძლია დროის ძალიან მცირე მონაკვეთში გაათბოს შენობაში ჰაერი. თუ აგარაკზე მხოლოდ ზაფხულს ატარებთ, შემოდგომაზე და ზამთარში კი მხოლოდ რამდენიმე დღით ჩადიხართ, შეშის ღუმელი ყველაზე
სახლში გასათბობად გამოიყენება ასევე ბუხარი. რა ჯობია ბუხართან ჯდომას. თუმცა ბუხარი მხოლოდ მაშინ გათბობს, როდესაც გვერდით ზიხარ, ის სახლს ნაკლებად ათბობს.
ასევე არსებობს ჰოლანდიური ტიპის ღუმელი, რომელიც მალე ცხელდება და ნელა ცივდება. მას 40-50 კვ.მ -მდე ტერიტორიის გათბობა შეუძლია.