წვიმა, ელჭექი და თოვლჭყაპი - ხვალიდან ამინდი უარესდება


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 12 მაისიდან, საქართველოში კვლავ უამინდობა იწყება.
"12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს
მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
თბილისში კი ამინდის ათდღიანი პროგნოზი ასე გამოიყურება:


კომენტარის დამატება