საპონი, შეგიძლიათ, ქავილის შესამცირებლად გამოიყენოთ - საპნის უცნობი ეფექტები


თურმე ჰიგიენური საშუალებები მხოლოდ დანიშნულებისამებრ როდი გამოიყენება. აღმოჩნდა, რომ საპონს წარმატებით მოიხმარენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის მოსაგვარებლადაც.
თუ იატაკზე ან ავეჯზე უცნაური ლაქა შენიშნეთ, ნუ იჩქარებთ ძვირადღირებული ლაქების ამომყვანის შეძენას, სცადეთ და დალაქავებული ადგილი მშრალი საპნით დაამუშავეთ, უმეტეს შემთხვევაში მშრალი საპონი შველის მსგავს პრობლემას.
საპონი ასევე წარმატებით გამოიყენება ქავილის წინააღმდეგ, ზაფხულში, როდესაც კოღოები მთელი ძალებით ცდილობენ ადამიანებისთვის დისკომფორტის მიყენებას და ქავილი გაუსაძლისი ხდება, სცადეთ და წაისვით ნაკბენზე სველი საპონი. ნახავთ, როგორ შეგიმცირდებათ ქავილის შეგრძნება.

თუ გინდათ, რომ სარკე ან მინა არ
დაიბუროს ორთქლით, დაამუშავეთ მშრალი საპნით. ეს მეთოდი სათვალის შემთხვევაშიც ეფექტურად მუშაობს.
გასაპნული ლურსმანი ძალიან მარტივად ეჭედება კედელში, იგივე შეგვიძლია გითხრათ საკერავ ნემსზე.
თუ ახალი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ და იცით, რომ შესაძლოა მაზოლი გაგიჩინოთ, სავარაუდო ადგილას წაისვით საპონი, გარწმუნებთ, ნამდვილად ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა.

სურნელოვანი საპნის ნატეხები განათავსეთ კარადაში, უჯრებში და ნახავთ, როგორი სასიამოვნო არომატი დატრიალდება ყველგან. ის ჩაანაცვლებს სრულფასოვან არომა დიფუზორს.

თუ კარი ჭრიჭინებს, წაუსვით საპონი პეტელებს და პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები