გნებავთ, სახლში უკეთესი ჰაერი იყოს, გაინტერსებთ, შექმნათ კარგი მიკროკლიმატი? მაშინ გადახედეთ ამ რჩევებს, შესაძლოა ძალიან გამოგადგეთ.
დაფნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი სანელებელია. ხალხმა დიდი ხანია იცის დაფნის ფოთლების ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტის შესახებ. დაფნის ფოთლებს იყენებენ არა მხოლოდ სამზარეულოსთვის, არამედ სამკურნალო მიზნებისთვისაც. იცოდით, რომ დაფნის ფოთლები შეიძლება სასარგებლო იყოს მაშინაც კი, თუ დავწვავთ?
დაფნის ფოთოლი ხელს უწყობს ჰაერის უსიამოვნო სუნისგან გაწმენდას. ის განსაკუთრებით კარგად უმკლავდება ნესტის სუნს, რომელიც იმ ადგილებში ჩნდება, სადაც დიდი ხანია არავინ ცხოვრობს. აიღეთ
ცეცხლმოკიდებული დაფნის ფოთლის კვამლი კარგი საშუალებაა ინფექციებისა და ვირუსებისგან ჰაერის გასაწმენდადაც, როდესაც შინ რესპირატორული დაავადებების მქონე ადამიანები არიან. დაფნა აძლიერებს იმუნური სისტემას და ეხმარება ადამინებს უძილობის დროს, კარგად ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
რაც შეეხება იატაკის მარილიანი წლით მოწმენდას, ეს საშუალება გამოდგება ალერგიით დაავადებულთათვის, მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ვირუსების დროს და ასევე მათთვის, ვისაც არ მოსწონს სახლში სინთეტიკური სარეცხი საშუალებების სუნი. ასევე, მარილი, როგორც საწმენდი საშუალება, კარგია სახლში, სადაც არიან შინაური ცხოველები. მარილის გამოყენებით შესაძლებელია ზედაპირების დეზინფექცია ისევე ეფექტურად, როგორც სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
მარილი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და უსაფრთხო პროდუქტია, რაც მთავარია, ძალიან იაფი სარეცხი საშუალებაა. მარილი კარგად ანადგურებს ცხიმს და ჭუჭყს, რომელიც ზედაპირებზე გროვდება. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ მარილიანი წყლით მოწმინდოთ იატაკი, თუ ქიმიურ საშუალებებს ვერ იყენებთ. 4 სუფრის კოვზი მარილი 5 ლიტრ წყალში გააზავათ და მოწმინდეთ იატაკი, გაგაკვირვებთ სურნელი, რომელიც თქვენს სახლში გაჩნდება.
მარილიანი წყალი ხელს უწყობს რთული ლაქების მოცილებას. ეფექტურია მცირე რაოდენობით ძმართან ერთადაც, ამოყავს ყავის, ცხიმის, ღვინის, კოსმეტიკური საშუალებების ლაქები. დაგეეხმარება ობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხსნარი უნდა იყოს კონცენტრირებული და უმჯობესია შეურიოთ ძმარმჟავას.
როგორ მუშაობს? როდესაც იატაკს მარილიანი ხსნარით ვრეცხავთ, მარილიანი ტენი ორთქლდება და ანადგურებს მიკროორგანიზმების ნაწილს. ამის წყალობით ჰაერი იწმინდება და სახლს სისუფთავის სუნი დგება. ეს ხსნარი საუკეთესოდ მუშაობს, თუ მარილს ცხელ წყალში გააზავებთ. მარილიანი ხსნარი კარგად აქრობს უსიამოვნო სუნს (ცხოველის ან სველი წერტილებიდან) და აახლებს ჰაერს. გაიხსენეთ ზღვის სუნი, დიახ, ამაზე ვსაუბრობთ...
კომენტარები