"რეკორდულად ცხელი ამინდები აღარ გაგრძელდება...  ელ-ნინიოს ეფექტი დასრულდა" - რას შეცვლის ეს მოვლენა?



„ივლისის დასაწყისიდან ელ-ნინიოს ეფექტი დასრულდა და ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ ლა-ნინიაში, ასე რომ, მომდევნო თვეებში აღარ გაგრძელდება ბოლო 13 თვის განმავლობაში დამყარებული რეკორდები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კვლავ ვიხილავთ უფრო ცხელ ამინდებს, აღარ მოგვიწევს სიტყვა "რეკორდული ტემპერატურის" გამოყენება ძალიან ხშირად", - ამბობს თურქი კლიმატოლოგი, ლევენტ კურნაზი.
მისი პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში, როდესაც ელ-ნინიოს გავლენა დასრულდა და ლა-ნინიას გავლენა იზრდება, 2024 წლის ბოლო 6 თვეში რეკორდული ტემპერატურის ალბათობა პირველ 6 თვესთან შედარებით, გაცილებით დაბალი იქნება.
კურნაზი განმარტავს, რომ ელ-ნინიო, რომელიც ივლისის დასაწყისში
დასრულდა, პირდაპირ კავშირშია ბოლო 13 თვის ტემპერატურის რეკორდებთან.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები