"კლდის დაშლა შოვის ტრაგედიამდე 2 საათით ადრე დაიწყო...  შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მა რომ გვქონოდა, ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად შე­საძლებელი იქნებოდა" - თეა გოდოლაძე



გა­მო­ტა­ნილ­მა მთა­ვარ­მა დას­კვნამ გაგ­ვიმ­ყა­რა აზრი იმის შე­სა­ხებ, რომ წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (და არა გან­გა­შის სის­ტე­მე­ბის) აუ­ცი­ლებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და შო­ვის ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა,- ამის შე­სა­ხებ დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

თეა გო­დო­ლა­ძემ მის მო­ად­გი­ლე, ლაშა სუ­ხიშ­ვილ­თან ერ­თად შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. რო­გორც მათ კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­დეს, კვლე­ვი­სას ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და სა­ტე­ლი­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და სე­ის­მუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზ­ზე და შემ­დეგ ეს ორი მო­ნა­ცე­მი შე­ჯერ­და.

"გა­მო­ტა­ნილ­მა
მთა­ვარ­მა დას­კვნამ გაგ­ვიმ­ყა­რა აზრი იმის შე­სა­ხებ, რომ წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (და არა გან­გა­შის სის­ტე­მე­ბის) აუ­ცი­ლებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, მაგ­რამ იმ პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­შიც ვი­ყა­ვით, რა თქმა უნდა, ვერ გა­ვი­გებ­დით, რომ იქ 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კლდის დაშ­ლის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ღა­რის ჩა­ნა­წე­რის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცხა­დია, რომ პრო­ცე­სებ­მა, კლდის დაშ­ლამ ინ­ტენ­სი­უ­რი სახე მი­ი­ღო უკვე თბი­ლი­სის დრო­ით, 13:00 სა­ათ­ზე. ჩა­მოშ­ლილ­მა მა­სამ და­ახ­ლო­ე­ბით 12 კმ გა­ი­ა­რა, სა­უ­ბა­რია 3 მი­ლი­ონ კუბ მა­სა­ზე. დიდი მა­საა ხე­ო­ბა­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი, და­წყე­ბუ­ლი კლდის ნამ­სხვრე­ვე­ბი­დან, ლო­დე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 200 ტო­ნაა. უზარ­მა­ზარ ქვებ­ზე და ლო­დებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ი­ტა­ნა მდი­ნა­რემ შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ჩა­მო­ტა­ნის აგენ­ტად გვევ­ლი­ნე­ბა წყა­ლი, ეს საკ­მა­რი­სი წყა­ლი იყო იმის­თვის, რომ ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბა ყო­ფი­ლი­ყო ამ დიდი მა­სის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში. ზუს­ტად ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს არის შეგ­რო­ვე­ბუ­ლი 3 მლნ კუბი, რაც ვი­ხი­ლეთ შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ.

მისი თქმით, რომ ეარ­სე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მას, ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და, სხვა, ვე­რა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბო­და, რად­გან დიდი მას­შტა­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა მომ­ხდა­რი.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები