რატომ შეიძლება ციოდეს სახლში, ჩართული გათბობის შემთხვევაშიც კი


ხშირად ხდება ხოლმე, რომ გათბობა ჩართულია, მაგრამ სახლში სათანადო სითბო მაინც არ არის. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
თუ რადიატორი სრული სიმძლავრით მუშაობს, მაგრამ შენობა სათანადოდ მაინც არ გათბა, შეამოწმეთ რამდენიმე პუნქტი, უპირველეს ყოვლისა დარწმუნდით, რომ რადიატორის სექციების რაოდენობა საკმარისია სრული გათბობისთვის. ბევრი რამ არის დამოკიდებული ოთახის ფართობზე და რადიატორის ხარისხზეც.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ექსპლუატაციის წესების მიხედვით, მანძილი ფანჯრის რაფიდან და იატაკიდან რადიატორამდე უნდა იყოს მინიმუმ 10 სმ, თუ არ დაიცავთ ამ წესს, რადიატორიდან სითბოს გადაცემა მნიშვნელოვნად შემცირდება, სხვათა
შორის, მაცივარიც რადიატორისგან მოშორებით უნდა იყოს.

კოროზია - ამის გამო რადიატორი შეიძლება გაიჭედოს. თუ რადიატორი გაიჭედა, უმჯობესია შეცვალოთ ისინი კოროზიის მიმართ უფრო მდგრადი თანამედროვე მოდელებით. მაგალითად, რადიატორზე ასეთი ბატარეები უზრუნველყოფს 100%-იან გამტარიანობას და უწყვეტ მუშაობას ყველაზე დაბინძურებულ ცენტრალური გათბობის სისტემებთანაც კი".

რადიატორის სითბოს გამომუშავების გაზრდის კიდევ ერთი გზაა მის უკან სითბოს რეფლექტორის ან ალუმინის ფოლგის ეკრანის დაყენება, რომელიც სითბოს ენერგიას ოთახისკენ მიმართავს და არა სახლის კედელზე. თქვენ შეძლებთ 15 პროცენტით მეტი სითბოს მიღებას რადიატორისგან, რომელიც გამოიყენება გარედან არაიზოლირებული კედლის გასათბობად.
თუ თქვენი რადიატორები რამდენჯერმე იყო შეღებილი (საუბარია ძველ მოდელებზე, უფრო თუჯეზე), მაშინ მოაშორეთ მათ ძველი საღებავი და ხელახლა შეღებეთ ისინი ახლიდან ერთ ფენად. გახსოვდეთ: ყოველი ახალი ფენა სითბოს გადაცემას 10 პროცენტით ამცირებს.

თუ ბინაში დამონტაჟებულია ახალი ფანჯრები და ატყობთ, რომ სითბო სადღაც იპარება, შეამოწმეთ ფანჯრები, ნაპრალები რაფასა და ფანჯარას შორის, ამ დეფექტის აღმოფხვრა საკმაოდ მარტივია - საჭიროა კარგად ამოლესოთ ყველა ნაპრალი თუ ხვრელი.

კუთხის ბინები და ბინები ზედა სართულებზე ყველაზე პრობლემურია სითბოს შეკავების თვალსაზრისით. იქ ხშირად ჩნდება ბზარები და ხვრელები,, რომლებიც ოთახში ცივ ჰაერს უშვებს. საგულდაგულოდ დაათვალიერეთ ყველაფერი და საჭიროებს შემთხვევაში, ყველა ნაპრალი კარად ამოლესეთ. შეამოწმეთ სხვენიც. დარწმუნდით, რომ სახურავს აქვს იზოლაცია და არის კარგ მდგომარეობაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები