თუ თქვენს იის ფოთოლს ასეთი ლაქები გაუჩნდა, ეს ნიშნავს, რომ იქ სადაც ეს ია გაქვთ მოთავსებული, იმ ადგილას ჰაერი არის მშრალი.
ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ჰაერში შეასხურეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. განსაკუთრებით ზამთარში დგება ეს პრობლემა, როცა გამათბობელია ჩართული. კარგი იქნება, თუ გამათბობელთან ახლოს წყლიან ჯამს დადგამთ.
ირინა ღარიბაშვილი