სიყვარულისა და ბედნიერების მომტანი მცენარეები

არსებობენ მცენარეები, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ცვლიან. თქვენი საქმეა, დაიჯერებთ ამას თუ არა, მაგრამ ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანი ოჯახში კონფლიქტს არეგულირებს, ზოგი ჯანმრთელობისთვის არის კარგი, ზოგს კი საერთოდ ბედნიერება მოაქვს.

ციკლამენი
ებრძვის დეპრესიას და ეხმარება ადამიანს, თავი უბედნიერესად და ყველასთვის საჭიროდ იგრძნოს. ასევე ძალიან კარგია ოჯახში სიყვარულის გადასახალისებლად.

ადიანტუმი

ქალის ენერგეტიკას აღვივებს და მისი ყოველდღიურობა რომანტიკულ ფაზაში გადაჰყავს.

აიქრიზონი

მას სიყვარულის ყვავილს უწოდებენ, რადგან მისი ფოთლები გულს წააგავს. ამ ყვავილს ძალიან ხშირად სიყვარულის მოსაპოვებლად ყიდულობენ.


იხილეთ კიდევ ამ მცენარეზე: აიქრიზონი - როგორ
უნდა მოუაროთ "სიყვარულის ხეს"



ჰიბისკუსი

იგივე ჩინური ვარდი. ხელს უწყობს ვნების გაღვივებას. მას კოცნის ვარდსაც უწოდებენ. ის ხელს უწყობს სექსუალური ენერგიის გამომუშავებას.

ამარილისი

ხელს უწყობს ადამიანს გადაწყვეტილება მიიღოს გულის და არა გონების კარნახით.

ბეგონია

ბეგონია ასევე ხელს უწყობს სექსუალური ენერგიის გამოვლენას. რაც მეტი ბეგონიაა სახლში, მით უფრო ამაღლებული განწყობაა.

კალათეა

სიმპათიური ოთახის ყვავილია. ხელს უწყობს კარგ და ამაღლებულ განწყობას. ისრუტავს უარყოფით ენერგიას.

კამელია

ხელს უწყობს ქალბატონებს არასასურველი ფიქრებისგან გათავისუფლებაში.

ოქსალისი

ეს უბრალო ყვავილი პოზიტივისა და კარგი განწყობის სიმბოლოა. ის ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას.

იხილეთ კიდევ ამ მცენარეზე: მცენარე, რომელსაც ბედნიერება მოაქვს - როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ

მირტი

მშვიდობის და ურთიერთგაგების უძველესი სიმბოლოა.

ია

ითვლება, რომ ია მეუღლეებს ერთგულების შენარჩუნებაში ეხმარება.

სპატიფილუმი

ამ ყვავილს ქალთა ბედნიერებას უწოდებენ. ვისაც ამ ყვავილს ჩუქნიან, თუ არ ჰყავს მეორე ნახევარი, აუცილებლად იპოვისო, ასე ამბობენ.

ანთურიუმი

ერთი შეხედვით ქალბატონების ყვავილს წააგავს, თუმცა მამაკაცების ყვავილია. ის ხელს უწყობს მამაკაცურ პოტენციას.

გუცმანია

ხელს უწყობს მამაკაცური პოტენციალის ამაღლებას და დადებითად მოქმედებს ოჯახში მცხოვრებ მამაკაცებზე.

ქლოროფიტუმი

ძალიან მშვიდი მცენარეა და არეგულირებს კონფლიქტებს.

ასევე იხილეთ: 10 მცენარე, რომლებსაც ოჯახში ბარაქა და იღბალი მოაქვთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები